centers for civic engagement
English
Home 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის 2018 წლის განვითარების გეგმა პრეზენტაცია ბათუმში

 26 თებერვალს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა ბათუმის ბოტანიკური ბაღის 2018 წლის განვითარების გეგმის პრეზენტაცია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტოების, საკითხით დაინტერესბული მოქალქეებისა და მედია საშუალებებისთვის. შეხვედრას უძღვებოდა ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბილეთის საფასურს შვიდი ლარით აძვირებს. 2018 წელს უცხოელი ტურისტები ბოტანიკურ ბაღში რვა ლარის ნაცვლად თხუთმეტ ლარად შევლენ. ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცხოელებისთვის განსხვავებული ფასის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი ფასი შენარჩუნდება და მათ ბაღში შესვლა რვა ლარად შეეძლებათ.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ფასთა დიფერენცირებით ტურისტებს ხელს შევუშლით, პირიქით, მე პირადად ვარ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ბოტანიკურ ბაღში ნამყოფი და იქაც არსებობს განსხვავებული ფასები. მინიმალური ფასი კი 7-8 ევროა,“ – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.
ბაღის დირექტორის თქმით, ქვეყანაში ბოტანიკური ბაღის არსებობა ფუფუნებაა და ის დიდ ხარჯს მოითხოვს.
„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ და კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ვეთანხმები იმ პრეტენზიებს, რომ ჩვენი სერვისები შესაძლებელია არ პასუხობდეს არსებულ ფასებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვიზუალიზაციისა და მომსახურების ნაწილში ხარისხი გაუმჯობესდება,“ – ამბობს ირაკლი არჩაია.
მისი თქმით, მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეა დაგეგმილი: „13 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ვგეგმავთ, სადაც იქნება საპიკნიკე, საკემპინგე ადგილები, საბავშვო კუთხე, იქნება ბულვარი, სადაც ადამიანებს ოჯახებით შეეძლებათ დროის გატარება და ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამიტომ, ეს პროცესი არის მუდმივად განახლებადი და მას ბევრი ფინანსური რესურსი სჭირდება.“
ირაკლი არჩაიას თქმით, ბოლო წლებია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადმინისტრაციული ხარჯები ბოტანიკური ბაღის შემოსავლებიდან იფარება. „ფასთა პოლიტიკა იმიტომ გადაიხედა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბოტანიკური ბაღი იდგეს თავის სიმაღლეზე და იზრუნოს იმაზე, რაც მისი მთავარი დანიშნულებაა, – ეს არის კოლექციებზე ზრუნვა, მუდმივი განახლება და კონსერვაცია, ასევე სამეცნიერო მუშაობა“.
ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურმა ბაღმა გასულ წელს 300 ათასამდე ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წლებთან შედარებით 40 პროცენტით მეტია. მათივე ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტში მიმდინარე წელს 4,647,000 ლარია გათვალისწინებული.
„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ ბათუმის მერიის ა(ა)იპ -ია, რომლისთვისაც ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში 1,170,000 ლარია გათვალისწინებული.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა