centers for civic engagement
English
Home 

როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტში გავრცელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებისგან - შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის წარმომადგენლობაში

როგორ დავიცვათ არასრულწლოვანი ინტერნეტში გავრცელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებისგან და რა მექანიზმებით გავაკონტროლოთ, სოციალურ ქსელებში მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩართულობა?
აღნიშნულ საკითხებზე 15 თებერვალს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე: „ფსიქოლოგია და ინტერნეტი“.
შეხვედრაზე ფსიქოლოგი მაია ლაშქარაშვილი სკოლის მოსწავლეებს ისეთ საკითხებზე ესაუბრა, როგორებიცაა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფსიქოლოგიური შინაარსის ინფორმაციასთან მიმართებაში კრიტიკული აზროვნების აუცილებლობის გაცნობიერება და არასანდო ინფორმაციის ზემოქმედების პრევენცია.
„ინტერნეტზე დამოკიდებულების პრობლემაზე საუბრის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეცნობიერის როლს და დროის სწორად მართვას. აღნიშნული პრობლემის პრევენციის მიზნით, ამ დამოკიდებულებას ნელ-ნელა უნდა მოვწყვიტოთ ყურადღება და სხვა სფეროსადმი ინტერესით ჩავანაცვლოთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ცხოვრებას და ვარჯიშს, სიმღერას, ცეკვას და ა.შ. ფიზიკური აქტივობის საუკეთესო შესაძლებლობაა განსაკუთრებით სოფლის სკოლებში, სადაც სკოლებში დიდი ეზოები და სტადიონები აქვთ. ამ დროს მნიშვნელოვანი როლი აქვს სპორტის მასწავლებლის აქტიურობას“,- განაცხადა მაია ლაშქარაშვილმა.
ფსიქოლოგმა ასევე მიმოიხილა ის მძიმე შედეგები, რაც ახლავს არასრულწლოვანთა დამოკიდებულებას ინტერნეტ თამაშებზე და ამ პრობლემის პრევენციის საკითხები.
„ვინაიდან ინტერნეტი ვირტუალური სივრცეა, სადაც ძალიან ძნელია იმის გარკვევა, თუ ვინ ურთიერთობს სინამდვილეში თქვენთან - თქვენი თანატოლი თუ ავი განზრახვების მქონე ცუდი ადამიანი, ასევე - ვინ დაათვალიერებს და როგორ გამოიყენებს თქვენ მიერ დადებულ ფოტოებს, ვინ წაიკითხავს და როგორ ისარგებლებს თქვენ მიერ გაზიარებული ამბებით და ასე შემდეგ. განსაკუთრებით აქტუალური და პრობლემური გახდა ინტერნეტ თამაშები, რომელმაც რამდენიმე ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეუქმნა“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა.
მაია ლაშქარაშვილის თქმით, მსგავსი მდგომარეობის პრევენციისთვის, მშობელს, მასწავლებელსა და მოზარდს შორის უნდა ჩამოყალიბდეს არა მკაცრი და დირექტიული, არამედ მეგობრული და ლოიალური ურთიერთობა.
შეხვედრაზე, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 60-მდე მოსწავლე ესწრებოდა, განხილული საკითხების ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რა დროსაც ფსიქოლოგმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.
 
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა