centers for civic engagement
English
Home 

ბულინგი სკოლებში

16 თებერვალს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ საგარეჯოს წარმომადგენლობის სტაჟიორის, ეკა ჩუნთიშვილის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ბულინგს საქართველოს სკოლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეჯოს სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების იურისტი თამარ ტაბატაძე, სოციალური მუშაკი ნათია კევლიშვილი, მშობლები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები.
ეკა ჩუნთიშვილმა და ფსიქოლოგმა ნინი მეკოკოკიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ბულინგის სახეებზე, მახასიათებლებზე, გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ კონფლიქტი და ბულინგი. ხშირ შემთხვევაში სკოლის პედაგოგები და მშობლები ბულინგს აღიქვავენ უბრალო კონფლიქტად და თვლიან, რომ ახალგაზრდები თვითონ მოაგვარებენ ერთმანეთში პრობლემას. სამწუხაროდ, ასეთ მიდგომას ხშირ შემთხვვაში მძიმე შედეგებამდე მივყავართ. საჭიროა გარკვეული სასკოლო რეფორმებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. მნიშვნლოვანია სკოლებში ფსიქოლოგის როლის გაზრდა და პედაგოგების ამ მიმართულებით გადამზადება“- ამბობს ფსიქოლოგი ნინი მეკოკიშვილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი ნათია კევლიშვილი აღნიშნავს, რომ „ბავშვებს შორის ბულინგის შემთხვევები ხშირია, მაგრამ არ ხდება მისი სწორი შეფასება, როგორც ოჯახის, ისე სკოლისა და საზოგადოების მხრიდან. ეს ხშირად დაბალი ინფორმირებულობით აიხსნება. ამას გარდა, იდენტიფიცირებული ბულინგის შემთხვევებზეც კი არ არის შესაბამისი რეაგირება“.
იურისტ თამარ ტაბატაძის აზრით, ბულინგი არის ძალადობა, სადაც მოძალადეც შეიძლება ერთგვარად მსხვერპლი იყოს. მნიშვნელოვანია ვებრძოლოთ არა მარტო მოვლენას, არამედ გამომწვევ მიზეზებს. მხოლოდ სკოლა ვერ გაუმკლავდება ამ რთულ პრობლემას, მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ოჯახის ჩართულობა. ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომ შედეგს მივაღწიოთ.

დამსწრე ახალგაზრდების უმრავლესობას თვითონ ჰქონიათ პირდაპირი, თუ ირიბი შეხება ბულინგთან და თვლიან , რომ სკოლა და ოჯახი ერთობლივად უნდა ებრძოდეს ამ პრობლემას. მსგავსი ტიპის შეხვედრებით საჭიროა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებისა და განსაკუთრებით მშობლებს ამ პრობლემაზე, რადგან მხოლოდ სკოლაში გატარებული რეფორმებით ბულინგის პრევენცია შეუძლებელია.
უკან დაბრუნება  
ივლისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა