centers for civic engagement
English
Home 

სამუშაო შეხვედრა მარნეულის საკრებულოში გენდერული საბჭოს შექმნის შესახებ

16 თებერვალს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მარნეულის საკრებულოში გენდერული საბჭოს შექმნის შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გენდერული საბჭოს მდივანი ია ესებუა, სახალხო დამცველის აპარატის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი, მარნეულის ქალთა ოთახისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი გენდერული საბჭოს ჩამოყალიბებისა და მომავალი თანამშრომლობის გზების შესახებ.

„ჩვენი ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეცენტრალიზაციის პროცესს, კერძოდ გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციას. ვფიქრობთ, რომ ის კანონები, სამოქმედო გეგმები თუ ვალდებულებები, რომელსაც ქვეყანა აიღებს, უნდა განხორციელდეს ადგილებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ადგილზე შეიქმნას შესაბამისი ინსტიტუციები და ჩვენ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში მოვახდინეთ ცვლილებების ადვოკატირება, რომელიც მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს შეიქმნას საკრებულოს დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭო და გამგეობაში გამოიყოს გენდერზე პასუხისმგებელი პირი. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მოქალაქეთა ჩართულობით წარიმართოს ეს პროცესი, იყოს ეფექტური და აისახოს ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე“ - აღნიშნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივნის ია ესებუას განცხადებით, საბჭო ახალი შექმნილია და შესაბამისად, მის წინაშე დგას გამოწვევები. მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა: „ეს მარნეულის საკრებულოსთვის სრულიად ახალი პრაქტიკაა, საბჭოს წევრები არ არიან გენდერის სპეციალისტები, შესაბამისად მათ სჭირდებათ შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა მივიღოთ რჩევები მათგან და დავსახოთ სამოქმედო გეგმა“ - აღნიშნა ია ესებუამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საბჭოს მუშაობის დაწყება დადებითად შეაფასეს. „გენდერული საბჭოს მუშაობა მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვის, პოლიტიკური გაძლიერებისა და დასაქმების მიმართულებით. რადგან მარნეული ეთნიკურად აზერბაიჯანელებით კომპაქტურად არის დასახლებული, გამოვთქვით რეკომენდაცია, რომ საბჭოში წარმოდგენილი იყოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალი წევრიც. იმედს გამოვთქვამთ, რომ საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტები ქალებისთვის სასარგებლო და წარმატებული იქნება“ აღნიშნა საქართველოს აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა ნარგიზა ალიევამ.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის ბოლოს აღნიშნეს, რომ ცენტრი დაეხმარება საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და მიადევნებს თვალს მის შესრულებას. მარნეულის ქალთა ოთახისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ჩაერთონ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და მისცენ შესაბამისი რეკომენდაციები საბჭოს.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა