centers for civic engagement
English
Home 

ლექცია-დისკუსია თემაზე „საერთოს ტრაგედია“ - „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ქუთაისის წარმომადგენლობა

17 თებერვალს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ქუთაისის წარმომადგენლობის სტაჟიორის ორგანიზებით, გაიმართა ლექცია-დისკუსია თემაზე: „საერთოს ტრაგედია“, რომელიც მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნო საერთო რესურსებსა და კოლექტიური საკუთრების ფენომენთან მიმართებით მოქალაქეთა დამოკიდებულების როლი და მნიშვნელობა.
საქართველოში საბჭოთა წარსულის გამო კერძო საკუთრების ფენომენმა სრულად ვერ შეაღწია საზოგადოებაში. ჯერ კიდევ რჩება ქვეყნის ქონების დიდი ნაწილი საერთო საკუთრებაში, რომლის სათანადოდ ჩართვა ეკონომიკაში ვერ ხერხდება. კოლექტიურ საკუთრებაში არსებული რესურსები მთელ რიგ პრობლემებს უქმნის საქართველოს ეკონომიკას, რაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მუხრუჭად გვევლინება.
საერთო საკუთრების ფენომენი ხშირად ქვეყნის ეკოლოგიური დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება, რაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჰაერის, წყლისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს, თუმცა პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. მიზეზი კი ისაა, რომ „იმაზე, რაც ყველასთვის საერთოა, თითქმის არავინ ზრუნავს, რადგან ადამიანები მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რაც თვითონ ეკუთვნით და არა იმაზე, რაც სხვისიცაა“.
სწორედ აღნიშნულ საკითხისა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრა მოწვეულმა მომხსენებელმა, „ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დოქტორანტმა, მიხეილ ჩიქოვანმა.
დისკუსიის მიმდინარეობისას შეხვედრის მონაწილეებმა თამამად გააზიარეს თავიანთი დამოკიდებულებები საჯარო საკუთრებასთან მიმართებით და გამოააშკარავეს ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ადამიანებს კოლექტიური რესურსების გამოყენებისას უჩნდებათ. თითქმის ორ საათიანი მსჯელობისას ყურადღება „საერთოს ტრაგედიით“ გამოწვეულ სხვადასხვა პრობლემასა და მათი მოგვარების გზებზე გამახვილდა. თუმცა, საბოლოოდ, მომხსენებელი და მსმენელები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ „იმაზე, რაც ყველასთვის საერთოა, თითქმის არავინ ზრუნავს, რადგან ადამიანები მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რაც თვითონ ეკუთვნით და არა იმაზე, რაც სხვისიცაა“.
შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა