centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა „მშობლიური ენის თანამედროვე რეალობა“

 20 თებერვალს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის წარმომადგენლობის სტაჟიორის, ბელა ვარდიძის ინიციატივით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „მშობლიური ენის თანამედროვე რეალობა“.
შეხვედრაზე განიხილეს 1978 წელს განვითარებული მოვლენები, ქართული ენის შენარჩუნების საკითხები, 14 აპრილის დედაენის დღედ გამოცხადება. ასევე, ისეთი პრობლემების იდენტიფიცირება, როგორიცაა ინგლისური და რუსული ენების მასობრივი შემოდინება, ბარბარიზმები და „ჟარგონული“ გამონათქვამები.
მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო ჩადუნელის თქმით, ქართული ენა ჩვენი ეროვნული განძია და მსოფლიოს მნიშვნელოვან ენებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს განძი ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს და საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნეს, იმისათვის, რომ ჩვენ ქართულ ენაზე გვემეტყველა და თვითმყოფადობა შეგვენარჩუნებინა.
შეხვერის დასასრულს გაიმართა დისკუსია, თუ საიდან და როგორ მკვიდრდება ქართულ ენაში უცხო სიტყვები. დასახელდა აღნიშნული პრობლემის მთავარი წყარო: ტელევიზია, ბეჭდური მედია, სოციალურ ქსელი და ასე შემდეგ. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ფაქტია, რომ დღეს ქართულ ენას დაცვა სჭირდება და ამ პროცესში თითოეულ ჩვენგანს თავისი წვლილის შეტანა შეუძლია, თუნდაც ისეთი მარტივი ქმედებით, როგორც გამართული ქართულით საუბარი, ბარბარიზმებზე და „ჟარგონებზე“ უარის თქმა და სხვებისთვისაც იგივი ქმედებისკენ მოწოდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.


უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა