centers for civic engagement
English
Home 

ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ქუთაისის ოფისში

 12 თებერვალს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ქუთაისის წარმომადგენლობისა“ და „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ იმერეთის სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა „ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“.
ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისადმი არაკეთილგანწყობილი და სტერეოტიპული დამოკიდებულება საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა დაავადების შესახებ არსებული მცდარი საზოგადოებრივი შეხედულებების გამო. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამჟამადაც ხშირად გვხვდება ეპილეფსიასთან დაკავშირებული ცრურწმენები. საზოგადოებაში შემონახული ასეთი არასწორი და მცდარი შეხედულებები, დღესაც იწვევს ეპილეფსიისადმი შიშსა და დაავადებულის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას, რაც მრავალ პრობლემას უქმნის არა მარტო პაციენტს, არამედ მთელ მის ოჯახს. ამით დაავადებულს ხელი ეშლება სოციალურ ადაპტაციაში, მნიშვნელოვნად ზრდის მისი იზოლაციის, ემოციური პრობლემებისა და სტიგმატიზაციის ხარისხს. ამიტომ, აუცილებელია, პაციენტს და საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია ეპილეფსიის სამედიცინო, ფსიქო-სოციალურ თუ დაავადებულის ყოველდღიური ცხოვრების სპეციფიკის საკითხებზე.
შეხვედრას უძღვებოდნენ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე და „ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის“ რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ტოგონიძე. როგორც ეთერ ტოგონიძემ აღნიშნა, ეპილეფსია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. დადგენილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 1% დაავადებულია ეპილეფსიით. ასევე, ითვლება, რომ ყოველი 1000 ადამიანიდან 5–10–ს აღენიშნება ეპილეფსია. მისი გავრცელება შედარებით ხშირია ბავშვებსა და ხანშიშესული ასაკის ადამიანებში. საქართველოში აქტიური ეპილეფსიით დაავადებულია 40 000–მდე ადამიანი (ყოველ 1000–ზე – 8,8 დაავადებული). ტოგონიძემ დამსწრე საზოგადოებას უფრო ნათლად და მკაფიოდ აუხსნა ისეთი საკითხები, როგორიცაა „რა უნდა ვიცოდეთ ეპილეფსიის შესახებ“, „როგორ ვიმოქმედოთ ეპილეფსიური გულყრის დროს“, „როგორ ვასწავლოთ ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვს“, „ვის მივმართოთ“ და ა. შ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების ექიმები. შეხვედრის ერთერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სკოლის პედაგოგებსაც ჩაუტარდეთ მსგავსი საინფორმაციო სახის შეხვედრები, რადგან ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვებთან და კონკრეტულად ეპილეფსიური შეტევის დროს, მეტად მომზადებულები უნდა იყვნენ.
უკან დაბრუნება  
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა