centers for civic engagement
English
Home 

„კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკების ტექნიკა“ მასტერკლასი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

7 თებერვალს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ოზურგეთის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა მასტერკლასი „კონფლიქტური სიტუაციების მართვა და ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების ტექნიკა“.
შეხვედრის მიზანი იყო კონფლიქტების მართვის მექანიზმების და მისი მოგვარების სტრატეგიების გაცნობა ახალგაზრდებისა და ამ საკითხით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის.
„კონფლიქტები ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის ენერგია, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ინდივიდუალური ფორმით ვლინდება, იწვევს განცდებს და ნეგატიურ ემოციას. დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, რომ შესაძლოა ნებისმიერი სიტუაციის მართვა; მთავარია სურვილი და სწორად შერჩეული მოლაპარაკების ტექნიკა“ - აღნიშნა „გენდერული თანასწორობის სამოქალაქო კლუბის“ წევრმა მარეხი გობრონიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ოზურგეთის წარმომადგენლობასთთან არსებული „გენდერული თანასწორობის სამოქალაქო კლუბის“ წევრები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.
მასტერკლასები ჩაატარა „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო მირზიკაშვილმა, კონსულტანტმა პროექტების მართვასა და ადვოკატირებაში ეკა პაატაშვილმა და ექსპერტ- კონკულტანტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ირმა მჟავანაძემ.
შეხვედრის ინიციატორი იყო „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ოზურგეთის წარმომადგენლობის სტაჟიორი ფიქრია ბარამიძე.
უკან დაბრუნება  
აპრილი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა