centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამებისთვის სპეციალური კომისიის წევრების შესარჩევად

 2018 წლის 26 იანვარს ზუგდიდის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა“ ჩაატარა შეხვედრა თემაზე: „მუნიციპალური სოციალური პროგრამებისთვის კომისიის წევრი-კანდიდატების შერჩევა“.
ზუგდიდის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა“, წინა წლების მსგავსად, მერიის შესაბამისი სამსახურების წერილობითი მომართვის საფუძველზე, კოორდინირება და ფასილიტაცია გაუწია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას, რომელზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორი სოციალური პროგრამის („უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა“ და „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა“) ფარგლებში სპეციალური კომისიის წევრობის კანდიდატებად შეირჩა საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების 2 -2 წარმომადგენელი.

შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირველი პროგრამისთვის ღია კენჭისყრით კანდიდატებად დაასახელეს: ანა ქოჩუა, როსტომ ზარანდია, იაგო ფასანძე, ნანი მოსიძე. დასახელებული კანდიდატებიდან ფარული კენჭისყრით შეირჩნენ: ანა ქოჩუა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“-ს წარმომადგენელი და როსტომ ზარანდია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ზუგდიდის“ წარმომადგენელი .

მეორე პროგრამისთვის ასევე ღია კენჭისყრით დასახელდნენ: ნანი მოსიძე, ვახტანგ ბასილაია, ნანა თოდუა, თამარ დაგარგულია. დასახელებული კანდიდატებიდან ფარული კენჭისყრით შეირჩნენ: თამარ დაგარგულია, „თემის განვითარების ცენტრის“ კოორდინატორი და ნანა თოდუა, ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელი.

მერის მოადგილის მაიზერ ნანავას თქმით, აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩართულობა სამართლიანობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. „აღნიშნული პროგრამების კომისიებში შედიან, როგორც მერიაში დასაქმებული ადამიანები, ასევე საკრებულოს წევრები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. წელს სოციალური პროგრამებისთვის ბიუჯეტში 700 ათასი ლარია გათვალისწინებული, რომელიც ბენეფიციარებისთვის 30 სახლის აშენებას და 20 ოთახის გარემონტებას მოხმარდება“, - აღნიშნა მან.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრას საერთო ჯამში 27 ადამიანი ესწრებოდა, რომელთა დიდმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე მერიის წარმომადგენლებმა წარადგინეს სპეციალური კომისიების მიერ გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგები. ამ საკითხზე ისაუბრეს 2017 წელს კომისიების მუშაობაში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნანა ჯიბლაძემ და იაგო ფასანძემ. მათ არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა სოციალური საკითხების კუთხით დადებითად შეაფასეს.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა