centers for civic engagement
English
Home 

ოსკარ შინდლერის შესახებ ფილმის ჩვენება და დისკუსია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

27 იანვარს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამავე ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ოსკარ შინდლერის შესახებ ფილმის ჩვენება და დისკუსია.
შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაეხსენებინა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია, გაეაზრებინა რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების მასობრივი განადგურებისა და დევნის უარყოფითი გამოვლინებები და ემსჯელა მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის ბანაკის ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.
ეს თარიღი წითელი არმიის მიერ ოსვენციმის გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული. ოსვენციმის ბანაკი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი „სიკვდილის ფაბრიკა" იყო. აქ მილიონ 300 000 ადამიანი აწამეს, რომელთაგან მილიონზე მეტი ებრაელი იყო.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ფილმი ოსკარ შინდლერის შესახებ.
ოსკარ შინდლერი დაიბადა 1908 წლის 28 აპრილს ეთნიკური გერმანელის ოჯახში, მორავიაში, რომელიც ავსტრია-უნგრეთს ეკუთვნოდა (მორავია დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია). ოსკარი აღიზარდა კათოლიკურად, მაგრამ მორწმუნე არ იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მაღაზიის გამყიდველად. 1928 წლის 6 მარტს ოსკარი დაქორწინდა მდიდარი ფერმერის, ეთნიკური გერმანელების ოჯახის ქალიშვილზე ემილი პელზზე (1907-2001). 30-იან წლებში ოსკარ შინდლერმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სამსახური, სცადა საკუთარი ბიზნესის წამოწყება, მაგრამ დიდი დეპრესიის პერიოდში მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა.
მის ქარხანაში თავდაპირველად მომინანქრებულ ჭურჭელს აწარმოებდნენ, შემდეგ კი ნაცისტებისთვის იარაღს. მას ყალბი საბუთებით ამ ქარხანაში სამუშაოდ ებრაელები მიჰყავდა და ამით სიცოცხლეს უნარჩუნებდა. გერმანელ ოფიცრებს მუშების გადასარჩენად ქრთამს აძლევდა. შავ ბაზარზე მათთვის საჭმელსა და წამლებს ყიდულობდა, რელიგიური წესების შესრულების საშუალებას აძლევდა.
როგორც ცნობილია, არსებობდა „შინდლერის 7 სია", აქედან ჯერ-ჯერობით ნაპოვნია მხოლოდ 5. სიაში იგულისხმება 1200 ებრაელი, რომლებიც შინდლერმა დაიქირავა საკუთარ ფაბრიკაში სამუშაოდ, რათა ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან გადაერჩინა.
ომის შემდეგ მისი ცხოვრება წარუმატებელი იყო. არაფერში არ გაუმართლა. მადლიერმა ებრაელებმა დიდი რაოდენობით ფული მისცეს, მაგრამ მან ეს ფული მალე გაფლანგა. ოსკარ შინდლერი პატარა გერმანულ ქალაქში 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ანდერძის მიხედვით, იერუსალიმში გადაასვენეს და სიონის მთაზე, კათოლიკური ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. იგი ერთადერთი ნაცისტია, რომელიც იერუსალიმშია დაკრძალული.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას ძირითადად სტუდენტები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

უკან დაბრუნება  
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა