centers for civic engagement
English
Home 

აჭარის კონსტიტუციის კანონის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმში

 27 იანვარს ბათუმის   „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ორგანიზებით აჭარის / კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა  საჯაროდ განიხილეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დგილობრივი მთავრობის კონტროლი იზრდება.

პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიაში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკისათვის დელეგირების საკითხი. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციები იზრდება და უმაღლესი საბჭოს მიერ ძლიერდება აჭარის მთავრობის კონტროლი. თავის მხრივ, ადგილობრივი მთავრობაც ძლიერდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს აღარ ექნება უფლებამოსილება შეათანხმოს მინისტრების კანდიდატურა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორც ხედავთ, თითქმის ყველა ძირეულ საკითხში ცვლილებები ხორციელდება და ეს ცვლილებები რამდენად ცუდია ან რამდენად კარგია, განვიხილავთ და მოსახლეობის აზრს მოვისმენთ“, - განაცხად დავით გაბაიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები რეგიონის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ავტონომიას სამართლებრივი შესაძლებლობების ბერკეტები უფრო მეტი უნდა ჰქონდეს.

ის ვარიანტი, რაც უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა, ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც არსებობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, პირველ რიგში, უნდა იყოს პოლიტიკურად უფლებამოსილებით აღჭურვილი, სამართლებრივი შესაძლებლობების ბერკეტები უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებმა ადამიანმა მინიმუმ იგრძნო ავტონომიის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ნაწილი და ყველა იმ საკანონმდებლო აქტის მომხმარებელი უნდა იყოს, რომელსაც უმაღლესი საბჭო მიიღებს“, - თქვა გიორგი ხიმშიაშვილმა.

საორგანიზაციო კომისიის წევრებმა შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლებიც ძირითადად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს, მის კომპეტენციებს, რეგიონულ მმართველობას დაქვემდებარებული ქონების განკარგვას, საარჩევნო სისტემას და რიგი უფლებამოსილებების დელეგირებას შეეხებოდა.

უკან დაბრუნება  
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა