centers for civic engagement
English
Home 

ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე ვეტოსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა

 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებკანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნების შესახებ დისკუსია გამართა. ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვეტოს არგუმენტები გააცნო და იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, ცვლილებების ძალაში შესვლას მოჰყვეს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელსორი მთავარი გარანტია სჭირდება - პოლიტიკური და ფინანსური გავლენებისგან დამოუკიდებლობა. პრეზიდენტის ვეტო კი, იმ ორ მნიშვნელოვან არგუმენტს ეფუძნება, რომელიც საფრთხეს უქმნის ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სიკეთეებს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შევა ძალაში, ის საფრთხეს შეუქმნის, ერთი მხრივ, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისდამოუკიდებლობას და მეორე მხრივ, მედიამრავალფეროვნებას. ასევე, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მაუწყებლებს და მედიასაშუალებებს, რაც დააზიანებს მედიაპლურალიზმს და შეზღუდავს საზოგადოების წვდომობას მრავალფეროვან ინფორმაციასთან.

,,მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლებამოსილება, ეს არის სერიოზული კორუფციის რისკები გაჩენა, რასაც ეს კანონი ხელს შეუწყობს. ამ ეტაპზე მოაზრებულია, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისმხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი აღარ დაექვემდებაროს იმ რეგულაციებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში დღეს მოქმედებს. ბუნებრივია, ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა მაუწყებლობის მხრიდან განსახორციელებელ შესყიდვებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებდეს, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ ბიუჯეტის თანხების განკარგვა ხდებოდეს ყოველგვარი წესების და რეგულაციების გარეშე” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტო დაადო  ამ კანონს და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ვეტოს განხილვისას ერთხელ კიდევ მიუბრუნდება ამ საკითხს და სიღრმისეულად იმსჯელებს, გაიაზრებს ყველა იმ რისკს, რომელსაც კანონპროექტი ქმნის. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი არ მიიღებს ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი როგორც მედია-გარემოს, ასევე ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით.

ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.

 

უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა