centers for civic engagement
English
Home 

ichange.gov.ge-ის საინფორმაციო კამპანია

საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პორტალით სარგებლობის წესების გაცნობის კამპანია დაიწყო. Ichange პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ. პრეზენტაციები იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ. კამპანია დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ (GGI) მიერ. კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN). რეგიონულ საინფორმაციო კამპანიას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მასპინძლობს, რომელიც 24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ichange.gov.ge პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც, მისი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება ან გასცეს პასუხი.

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით.

საინფორმაციო კამპანიის რეგიონებში გამართვის თარიღებია:

ქუთაისი: 24 იანვარი

ზუგდიდი: 24 იანვარი

ბათუმი: 25 იანვარი

ოზურგეთი: 26 იანვარი

მარნეული: 30 იანვარი

გორი: 30 იანვარი

რუსთავი: 1 თებერვალი

თელავი: 2 თებერვალი

ახალციხე- 6 თებერვალი

უკან დაბრუნება  
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა