centers for civic engagement
English
Home 

სოციალური ქსელების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე

 22 იანვარს ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა დისკუსია თემაზე „სოციალური ქსელების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში“. შეხვედრის ფასილიტატორი იყო სამცხე-ჯავახეთის „დემოკრატ ქალთა საზოგადოების ცენტრის“ სამოქალაქო განათლების ტრენერი ნინო იოსელიანი. მან ისაუბრა ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გავლენაზე პიროვნების ფორმირებაში, ინტერნეტის საშუალებით ძალადობის ფორმებსა და დამოკიდებულებაზე. დისკუსიის მსვლელობისას პასუხი გაეცა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რას იწვევს სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობა; რატომ მიისწრაფვის საზოგადოება სოციალური ქსელებისაკენ; რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია ინტერნეტის ხშირ გამოყენებას  და ასე შემდეგ.
დისკუსიის დროს წარმოდგენილ იყო ინტერნეტის საშიშროების კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს სუიციდისაკენ მიდრეკილ თამაშებს, სხვადასხვა საპროპაგანდო გვერდებს, მათ შორის ეროვნული კონფლიქტის გაღვივების წახალისებას, პორნოგრაფიულ თუ გაცნობის საიტებს, კიბერბულინგს, კიბერმობინს და ა.შ.
დისკუსიაში მონაწილეებმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანეს ყოველდღიური ცხოვრებიდან, რითაც კიდევ უფრო საინტერესო გახდა დისკუსია.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის სტუდენტები, მოსწავლეები, ჟურნალისტები და ინტერნეტის მომხმარებელი სხვა ჯგუფები.
უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა