centers for civic engagement
English
Home 

თვითმმართველობის არჩევნების შეფასება ზუგდიდში

22 ნოემბერს   ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც  ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები შეაფასა და თვითმმართველობის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კანონის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგი რეალურად გამოხატავს იმ ადამიანების ნებას, რომლებმაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს. „იყო ადმინისტრაციული რესურსებისა და ცესკოს მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევების ფაქტები. ვფიქრობ, არჩევნები უფრო მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ და დროა, თავი დავანებოთ იმაზე საუბარს, თუ რა ხდებოდა არჩევნებზე ყოფილი ხელისუფლების პირობებში. ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტანდარტებთან შედარებით“, - აღნიშნა მან. მისი თქმითკენჭისყრის დღე დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა, რაც დამახასიათებელია ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოსახლეობის თითქმის ნახევრის არმისვლა საარჩევნო უბნებზე მეტყველებს ერთ რამეზე - მათ უნდობლობაზე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების მიმართ. ექსპერტის შეფასებით, დღეს ოპოზიციის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების და დაბალი რეიტინგის მიზეზი შეიძლება ის გარემოება იყოს, რომ მათი სამოქმედო დღის წესრიგი ვერ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებებს. მან  გამოთქვა ეჭვი, რომ პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული მოცემულობით შეგნებულად ხდება ცალკეული, უფრო პროგრესულად მოაზროვნე საარჩევნო სუბიექტების დაბლოკვა და ამ გზით პოლიტიკური ველის ერთგვარი „მოსუფთავება“  ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი პარტიებისთვის.

ირაკლი მელაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა თვითმმართველი თემების მთავარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ  მწირი ფინანსური რესურსები უპირველესი საკითხია, რომლის გადაწყვეტაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ასევე, მეტი ფინანსების მისაღებად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ამ დრომდე რიცხული ქონების გადმოცემა მუნიციპალიტეტებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ შენობები და სხვა ქონება ნადგურდება, რადგან სამინისტრო ვერ ახორციელებს მათ მოვლა-პატრონობას ქვეყნის მასშტაბით. იმ შემთხვევაში კი, თუ ზრუნვას მუნიციპალიტეტი გადმოიბარებს, დამატებით შემოსავალსაც მიიღებს.

მოქალაქის კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საზოგადოების კონტროლი ადგილობრივ ხელისუფლებაზე, იმისათვის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის განაწილება არ მოხდეს ქალაქის ან სოფლის მოსახლეობის ხარჯზე, ირაკლი მელაშვილმა განმარტა, რომადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმოქალაქეს არაერთ ბერკეტს აძლევს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს აქვთ მათ ტერიტორიაზე არსებული მიწების რეგისტრაციის უფლება, რათა აქედან მიღებული ფინანსები ადგილობრივ ბიუჯეტში მიიმართოს.

ძალიან ბევრი დასახლებაა ამ მუნიციპალიტეტში და იმის  საფრთხე, რომ მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ შეხვდეს საჭირო თანხები, სამართლიანად არ განაწილდეს და პროექტები ვერ განხორციელდეს, ძალიან დიდია. საკრებულოს აქვს უფლება, შეიმუშაოს გარკვეული წესი, თუ როგორ განაწილდეს ფინანსები ტერიტორიულად, რომ მეტ-ნაკლებად თანასწორ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვადასხვა დასახლების მცხოვრებლები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,“  - აღნიშნა ექსპერტმა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და  ჟურნალისტებმა.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა