centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა საგარეჯოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში

29 ნოემბერს საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა  ახალგაზრდებსა და კახეთში ომბუდსმენის წარმომადგენელს ეთო შიუკაშვილს შორის  ადრეული ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. მასზე ხაზი გაესვა ადრეული ქორწინების დეფინიციას, მიზეზებსა და შედეგებს, ასევე, სამართლებრივ ასპექტებს. განხილულ იქნა კონკრეტული შემთხვევებიც და ბოლო წლების სტატისტიკური მაჩვენებლები.

ეთო შიუკაშვილის განცხადებით, „ადრეული ქორწინება საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ბოლო წლებში ამ კუთხით გამკაცრებულია, ადრეული ქორწინების შემთხვევების მაჩვენებელი მაინც მაღალია“. მომხსენებელმა  ახალგაზრდებს გააცნო სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით მიმდინარე კონკურსი - „წერილი სახალხო დამცველს“, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებს შეუძლიათ მისწერონ წერილი სახალხო დამცველს გენდერული ხასიათის სხვადასხვა პრობლემებზე, როგორიცაა ადრეული ქორწინება, ოჯახში ძალადობა და ა.შ.

„მსგავსი შეხვედრების ჩატარება აუცილებელია, რადგან ახალგაზრდებს არ გვაქვს ინფორმაცია, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ადრეულ ქორწინებას, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, სოციალური და სამარათლებრივი კუთხით“, - აღნიშნა საგარეჯოს #3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ილია დურგლიშვილმა.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა