centers for civic engagement
English
Home 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება ქუთაისში

20 ნოემბერს  ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებლად. შეხვედრაზე მოწვეული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ რეგიონული კოორდინატორი თეონა გოგიშვილი-ჩხიკვაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის მიერ  წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების პროცესში დაფიქსირებული დარღვევები.

„საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი. ქუთაისში ჩვენს მიერ დაიწერა 15 საჩივარი, რომელთა ძირითადი ნაწილი შემაჯამებელ ოქმებსა და პროცედურულ დარღვევებს ეხება. დარღვევებს შორის გამოვყოფდი გადასატანი ყუთის არასრულფასოვნად შევსებულ სიებსა და ხელმოწერების ნაკლებობას", - განაცხადა  თეონა გოგიშვილმა-ჩხიკვაძემ. „მთავარ პრობლემურ თემად რჩება საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მხარდამჭერების აქტიურობა და არჩევნების დღეს შესასვლელთან გაჩენილი სააგიტაციო წარწერები. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრების ერთი ნაწილი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა“, - დასძინა მან.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირებულია, თუმცა, ზოგიერთი მათგანი თვისობრივად განსხვავდება გასულ წლებში დაფიქსირებული დარღვევებისგან. „შენების მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ ქალაქის ახლად არჩეულ მერს, გიორგი ჭიღვარიას, დაბალი ლეგიტიმაცია აქვს, რადგან მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 18 %-მა და მათგან „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმა მისცა 24 ათასამდე მოქალაქემ, მაშინ, როცა ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 152 561 ამომრჩეველი. ალუდა გოგლიჩიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს, როგორც გარეგნულად მშვიდს და იმ დარღვევებზე  საუბრობს, რომლებიც, მისივე თქმით, წლების განმავლობაში მეორდება.

შეხვედრაზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ, რომელმაც  აღნიშნა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, გარემო არ გაუმჯობესებულა და მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი მიზანი უკეთესი საარჩევნო გარემოს შექმნა იყო, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად ვერ უზრუნველყო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და კონკურენტული გარემოს შექმნა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.  
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა