centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა გორში 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულებსა და ლიტველ ჟურნალისტებს შორის

29 ნოემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმიფო მინსტრის აპარატის ინიციატივით და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან, არასამთავრობო სექტორთან და ლიტველ ჟურნალისტებთან. შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინათ საზღვრისპირა სოფლებში და იქ მცხოვრები დევნილების წინაშე არსებული პრობლემები, საფრთხეები და გამოწვევები.

დევნილებმა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულმა პირებმა გაიხსენეს საკუთარი ისტორიები. ერგნეთის მაცხოვრებელმა ლია ჩლაჩიძემ მოუყვა ჟურნალისტებს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2008 წელს სოფელ ერგნეთში: „ოკუპანტებმა ჩემს პატარა სოფელში 160 სახლი გადაწვეს, ცოცხლად  დაწვეს ჩემი  მეზობელი. კიდევ მრავალი სხვა, არანაკლებ დამთრგუნველი,  მოვლენა მოხდა, მაგრამ,  მიუხედავად  ყველაფრისა, ჩვენ მაინც გვინდა, რომ გამოინახოს გზები, რათა მოხდეს ქართველი და ოსი ხალხის დაახლოება, სამშვიდობო გზების გამონახვა.  ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია,  რომ ჩვენ არ შეგვიძლია  წინაპრების საფლავების მონახულება. თუნდაც ერთი დღით ცხინვალში ან სოფლებში, რომლებიც დავკარგეთ, ჩავიდეთ და  ჩვენი მიცვალებულების საფლავზე გავიდეთ და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა ლია ჩლაჩიძემ.

დევნილი ქალის ნაზი ბერუაშვილის თქმით, მას ორი გული აქვს:  ერთი აქ, საქართველოში, მეორე - ცხინვალში. რადგან ცხინვალში ცხოვრობს მისი ქალიშვილი სამ შვილიშვილთან ერთად. ის ვერ ახერხებს მოინახულოს თავისი ქალიშვილი და თავისი შვილიშვილები. უშედეგოდ ცდილობენ მიაღწიონ  იმას, რომ თუნდაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჰქონდეთ ერთმანეთის მონახულების საშუალება.

ორგანიზატორებისა და შეხვედრის მონაწილეების აზრით, სისტემატიურად უნდა ხდებოდეს  მსგავში შეხვედრების ჩატარება და ამ გზით საერთაშორისო ორგანიზაციების  და საზოგადოების ინფორმირება,  რათა მოხდეს პრობლემების გადაჭრა.  

უკან დაბრუნება  
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა