centers for civic engagement
English
Home 

ლექცია ბათუმში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში

30 ნოემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის თემაზე: ჰიჯაბი, როგორც რელიგიური იდენტობის ინსტრუმენტი და საქართველოში ამ კუთხით არსებული პრობლემები“. ლექციას უძღვებოდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

მომხსენებელმა ისაუბრა მუსლიმური თემის ქალ წარმომადგენელთა პრობლემებზე, თუ როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა ამ კუთხით. მან მაგალითად მოიყვანა სოფელ ყარაჯალას მკვიდრის ცნობილი შემთხვევა, როდესაც აიშა არჩევანის წინაშე დადგა - სკოლა, თუ ჰიჯაბი.  საქმე ეხებოდა დირექტორის მხრიდან მოსწავლე გოგონასთვის სკოლის ტერიტორიაზე ჰიჯაბის ტარების აკრძალვას.

ჰიჯაბის ტარების შეზღუდვა ქალთა უფლებების დაცვის იდეით მართლდება, თუმცა, ეს მიდგომა, პირველ რიგში, მუსლიმ ქალებს აზიანებს და მათ განათლების მიღებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობებს უზღუდავს. აიშას საქმე შეიძლება ცუდი პრეცედენტი გახდეს სხვა სკოლებისთვის და მშობლებისთვის, რომლებიც შემზღუდავი პოლიტიკის გამო გოგონებისთვის განათლების მიცემაზე  უარს იტყვიან. მით უფრო, რომ ეს საკითხი ისედაც პრობლემურია არაერთ თემში. ეს არის სოციალურ კონტექსტს, რეალურ საჭიროებებს მოწყვეტილი, გაუაზრებელი პოლიტიკის და მიდგომების შედეგი. განათლების სამინისიტრომ ამ თემაზე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და მუსლიმ  ქალებთან სამუშაო შეხვედრაზე პრაქტიკულად უარი თქვა და აცხადებს, რომ შინაგანაწესში რაც ეწერა დირექტორს, იმის მიხედვით მოიქცა და ოჯახს ამ სტანდარტების შესახებ უნდა სცოდნოდა. სამინისტროს მიდგომა მის ზეპირ პასუხებში კარგად ჩანს. სამინისტრო რუტინულად, აუჩქარებლად აგრძელებს ამ თემის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით ზომებსაც კი არ იღებს განათლების უფლების განგრძობადი შეზღუდვის შეჩერებისთვის“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ლექციის მიწურულს აღინიშნა, რომ აუცილებელია მოწყვლადი ჯგუფებისადმი ტოლერანტული, შემწყნარებლური პოლიტიკის გატარება, მათი უკეთესი ინტეგრაციასახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის როლის გაზრდა და მათ მიერ მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ლექციის ბოლოს მონაწილეების მიერ დაისვა საინტერესო კითხვები და გაიმართა დისკუსია. 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა