centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ახალცხიხეში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ

18 ნოემბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ინიციატივით გაიმართა სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლის შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან თემაზე: „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“.

შეხვედრას უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი დავით ზარიძე.  შეხვედრა ჩატარდა არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის შემცირების პროფილაქტიკის მიზნით, რაც წარმოადგენს საზოგადოებაში დამნაშავეობის აცილების უმნიშვნელოვანეს ასპექტ. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ თემებზე:  არასრულწლოვანთა დანაშაული და განრიდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, წვრილმანი ხულიგნობა და ადმინისტრაციული დარღვევა,  ოჯახში ძალადობა და ა. შ.

2015 წლიდან ამოქმედდა არსრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, რომელიც ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებ, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს.

ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, მათი მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა“,-აღნიშნა დავით ზარიძემ.

„ასეთი ღონისძიებები პედაგოგებს დაეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში. არსებობს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სტანდარტი, აქვთ მასწავლებლის წიგნი, რომელიც არ მოიცავს მთლიან კომპეტენციას, ამიტომ საჭიროა პედაგოგების როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური განათლება. ასეთი შეხვედრების დროს პედაგოგები მეტ  გამოცდილებას იძენენ", – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ნადირაძემ.

შეხვედრის შედეგად საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას პედაგოგებს და იურიდიული დახმარების ბიუროს შორის. კერძოდ, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰეშტიის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ბარენიკ ჰოვსეფიანი (ფორუმის საბჭოს წევრი) ითანამშრომლებს  დავით ზარიძესთან. ფორუმის ფარგლებში ჩატარდება იმიტირებული სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობაში. პროცესს დაესწრებიან სხვა სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა