centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა გორში ახლად არჩეულ მერთან

9 ნოემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სტაჟიორის თამუნა ანესაშვილის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა ქალაქის ახლად არჩეულ მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არჩევნების შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის განსზაღვრა. ასევე, ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება თვითმმართველობის პროცესებში. შეხვედრის პირველ ნაწილში ქალაქის მერმა ისაუბრა არჩევნების შედეგებზე.  მან აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო დაძაბული ფონისგან განსხვავებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, დარღვევა  არ დაფიქსირებულა. მან აქცენტი გააკეთა, ასევე, პარტია „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებაზე. კერძოდ, იმ ფაქტზე, რომ საკრებულოში მმართველ ძალას 40 წევრიდან ეყოლება 32. რაც, თავისთავად, გულისხმობს მერიის მიერ წარდგენილი ინიციატივების მხარდაჭერას. ეს კი, უფრო  მეტ შესაძლებლობას მისცემს მას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში. ის გადაიბარებს იმ მანდატს, რომელიც მას ამომჩევლებმა მიანიჭეს და თავის საქმიანობას ოფიციალურად  13 ნოემბრიდან  შეუდგება.

ქალაქის მერი ახალგაზრდებს ესაუბრა სამომავლო გეგმებზე. მან მოუწოდა ახალგაზრდებს გააქტიურებისაკენ და დაპირდა, რომ მათი მხრიდან წამოსული იდეები და შენიშვნები გაზიარებული იქნება მისი საქმიანობის განხორციელებისას. მან ასევე ისაუბრა ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის პროექტბზე, აცნობა ახალგაზრდებს, რომ იგეგმება საცურაო აუზის მშენებლობა, რომლის პროექტიც უკვე მზადაა, ასევე, სკვერის მშენებლობა, რომლის გახსნასაც დეკემბერში აპირებს. შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სტუდენტი დავით ყაზარაშვილი დაინტერესდა მუნიციპალური ტრასნსპორტით. „ეს მართლაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და სწორედ ეს საკითხი იქნება  ჩვენთვის მთავარი გამოწვევა“, -  აღნიშნა კოტე თავზარაშვილმა.

სტუდენტ მეგი ღვინიაშვილის კითხვა ეხებოდა სტაჟირების პროგრამას მუნიციპალიტეტში, რაზეც მერმა იმედი გამოთქვა, რომ სტაჟირება კვლავაც გაგრძელდება. სტუდენტი თამარ დავითაშვილის კითხვაზე, თუ რა პრობლემებს ასახელებდა მოსახლეობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და რა დროისთვის იგეგმება არსებული პრობლემების მოგვარება, მერმა უპასუხა, რომ ეს ეხებოდა, ძირითადად, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემას სოფლებში, რომლის მოგვარებასაც 2019 წლის ბოლომდე აპირებს.

სტუდენტი თამაზ ტარუაშვილი დაინტერესდა სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევით. მას   მერმა სამეფოს ქუჩის მაგალითი მოუყვანა და თქვა, რომ ეს ისტორიაა და სახელის გადარქმევას არ ეთანხმება.

შეხვედრის დასკვნით  სიტყვაში კონსტანტინე თავზარაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ როგორც დღეს, ასეთივე აქტიურები იქნებიან სტუდენტები მომავალი ბიუჯეტის განხილვისას და სხვა პროცესებშიც.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა