centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა რუსთავში ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე

14 ნოემბერს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე. ღონისძიება ჩატარდა პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

შეხვედრას უძღვებოდა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, რომელმაც ისაუბრა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ახლად ჩამოყალიბებული უწყებათაშორისი კომისიის შესახებ, განიხილა მისი საქმიანობა და სამოქმედო გეგმები. აღინიშნა, რომ კომისიის შექმნით შესრულდა  გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) მიერ საქართველოსთვის 2014 წელს მიცემული რეკომენდაცია, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმის არსებობის უზრუნველყოფას  ითვალისწინებდა. კომისია გენდერული თანასწორობის სფეროში სამოქმედო გეგმების  კოორდინირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებაა, რომელშიც ერთიანდებიან მინისტრების მოადგილეები და ექსპერტები. დაგეგმილია საკონსულტაციო ჯგუფის შექმნაც, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანდებიან.

განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა ოჯახში ძალადობა, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურა, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და მოძალადის დამოკიდებულებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების გატარების აუცილებლობის საკითხი. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს  ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ესპანურ მოდელზე, განიხილეს სკოლაში ბულინგის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, ასევე, ადრეული თუ იძულებითი ქორწინების პრობლემატიკაც.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები, მედია, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა