centers for civic engagement
English
Home 

სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრა კახეთში მომუშავე სოციალურ მუშაკებთან თელავში

2 ნოემბერს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოციალურ მუშაკებს შეხვდნენ ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. თელავის, გურჯაანის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მომუშავე სოციალურმა მუშაკებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს საკუთარ შრომით გარემოსა და პირობებზე  მიაწოდეს ინფორმაცია.

მათი განცხადებით, სოციალური მუშაკების რაოდენობა და მათზე დაკისრებული სამუშაოს მოცულობა არაპროპორციულია. როგორც სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს, არის შემთხვევები, როდესაც ისინი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ოჯახის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი ხდებიან.  

„სოციალურ მუშაკებს არ აქვთ შრომის სათანადო პირობები და სამუშაო გარემო, რაც ვლინდება ისეთ ფაქტორებში, როგორიცაა: სოციალური მუშაკების სამუშაოს დიდი მოცულობა, სოციალური მუშაკების გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურების გარეშე სავალდებულო ზეგანაკვეთური შრომა. ერთი ფსიქოლოგი ემსახურება 8 რაიონს, რაც მასზე დაკისრებულ სამუშაოს ასჯერ აღემატება. შეუძლებელია 25 ოჯახს ერთი ადამიანი მოემსახუროს, რომელსაც სამსახურშიც უამრავი საქმე აქვს. ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს სჭირდება ფსიქოლოგი“,- განაცხადა უფროსმა სოც. მუშაკმა თინათინ გოგიაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს, გურჯაანში არსებული კრიზისული ცენტრი, რომელშიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეიფარებენ, დაკეტილია. 

სოციალურმა მუშაკებმა სახალხო დამცველის აპარატთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც აპარატიდან  ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება შედის, თუმცა, მათი ადგილზე მისვლის დროს ფაქტი არ დასტურდება. მათი თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში მთელი სამუშაო დრო მიდის იმაზე, რომ შეასრულონ ტექნიკური, ბიუროკრატიული სამუშაო - ანგარიშვალდებულება შეავსონ. რის გამოც, ბენეფიციარებთან მუშაობის  ეფექტიანად განხორციელებისთვის დრო აღარ რჩება.

სოციალურმა მუშაკებმა აგრეთვე ისაუბრეს იმაზე, რომ ისინი  ხშირად დადიან ბენეფიციარებთან, როგორც გეგმიური მონიტორინგის, ასევე გამოძახების შემთხვევაშიც, გადაადგილება კი ხელფასის ხარჯზე უწევთ.

„ეს პრობლემაა განსაკუთრებით სოფლებში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის და კერძო ტრანსპორტის დაქირავება გვიწევს“, - აღნიშნა სოციალურმა მუშაკმა თელავიდან ნინო ელიოზაშვილმა.

მათივე თქმით, დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულების და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია, მეურვეობა-მზრუნველობის მიმართულებით მომუშავე ცალკე დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს. 

უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა