centers for civic engagement
English
Home 

საჯარო ლექცია გორში ევროინტეგრაციის კონტექსტში სოციალური უფლებების მნიშვნელობაზე

31 ოქტომბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „სოციალური უფლებების მნიშვნელობა ევროინტეგრაციის კონტექსტში“. ღონისძიება ჩატარდა პროექტისადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორისფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტისკანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

ლექციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული  პირები გორის და ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან.

სპიკერებმა, ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს მრჩეველმა თორნიკე დვალმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ფანიაშვილმა, ისაუბრეს სოციალური  და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების ურთიერთდაკავშირებულობისა და განუყოფლობის შესახებ. განხილული იქნა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა და მისი ვალდებულებები სოციალური უფლებების უზრულნველყოფის, დაცვისა და მათ დარღვევებზე რეაგირების კონტექსტში. დამსწრეებმა ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სოციალური უფლებების რეალიზება სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზებისთვის და, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესის ლეგიტიმაციისთვის.

სპიკერებმა დიდი ყურადღება დაუთმეს სოციალური უფლელების საკითხის განხილვას ევროინტეგრაციის კონტექსტში. აღინიშნა, რომ თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც კი სოციალური უფლებებისადმი მიდგომა და, შესაბამისად, მოქმედი სოციალური სისტემა არ არის იდენტური, თუმცა, ყველა წევრი ქვეყანა იზიარებს საერთო, ევროპულ ღირებულებებს, რომელთა ერთ-ერთი ამომავალი წერტილი ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირზე ორიენტირებული ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური სოლიდარობის სისტემის ფორმირება და სოციალური პოლიტიკის წარმართვა ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა