centers for civic engagement
English
Home 

საჯარო ლექცია ბათუმში არჩევნების და დემოკრატიის შესახებ

16 ოქტომბერს  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „არჩევნები და დემოკრატია“, რომელშიც მონაწილეობდნენ ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები. სემინარს უძღვებოდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აჭარაში და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აჭარის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა.

„დემოკრატიის ცნება ერთ-ერთი უძველესია პოლიტიკური აზრის ისტორიაში. „ხალხის ხელისუფლება“- ასეთია დემოკრატიის ყველაზე მოკლე და მარტივი განსაზღვრება. სწორედ დემოკრატიის ფუნქციონირების ამოცანების გადაწყვეტისას ჩამოყალიბდა და განვითარდა არჩევნების თეორია და პრაქტიკა. არჩევნები დემოკრატიის არა მარტო არსებითი ნიშანი და ატრიბუტია, არამედ მისი ქვაკუთხედი და აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნა დაგლას ვეიკმა, ეუთოს გრძელვადიანმა დამკვირვებელმა საქართველოში.

მალხაზ ჭკადუას თქმით, არჩევნები ხალხის ხელისუფლების ერთ-ერთი ინსტიტუტი და მოქალაქეთა პოლიტიკური სამართალსუბიექტობის რეალიზაციის ხერხია. არჩევნები დემოკრატიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომლის მეშვეობით ხალხი ახორციელებს თავის ხელისუფლებას. არჩევნები არის ხელისუფლების ორგანოების ფორმირების ხერხი მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოხატვის მეშვეობით, რაც გარკვეული წესების საფუძველზე ხდება. არჩევნების საშუალებით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

„ძალიან საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრაა. სულ სხვანაირად დავინახე არჩევნების როლი და მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ წელს პირველად უნდა მივცე ხმა არჩევნებში, გადაწყვეტილი მქონდა, რომ არ წავსულიყავი. მაგრამ ახლა ვიცი, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია და არჩევნები ჩვენი, მოქალაქეების ინსტრუმენტია, ჩართული ვიყოთ თვითმმართველობის პროცესებში და ჩვენი ხმა ისმოდეს საჯაროდ“, - განაცხადა ერეკლე ნოღაიდელმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა.

აღნიშნული თემატიკის შეხვედრები აჭარის ექვსივე  მუნიციპალიტეტის მცხოვრებ ახალგაზრდებთან ჩატარდა.  შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა და არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. 

უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა