centers for civic engagement
English
Home 

ფული და პოლიტიკა - დისკუსია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

18  ოქტომბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა დისკუსია თემაზე: „ფული და პოლიტიკა“. მოწვეულმა სპიკერმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის ფინანსების შესახებ. დისკუსიის მსვლელობისას განხილული იყო როგორც მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები, ასევე, არსებული პრაქტიკა, გამოკვეთილი პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს, გაუმჭვირვალეა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებული ტენდენციით, ბიზნესი ძირითადად იმ პარტიას სწირავს თანხას, რომელიც კონკრეტულ დროს ხელისუფლების სათავეშია. საქართველოს კანონმდებლობა პარტიების დაფინანსების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა მთელი თავისი აკრძალვებით და რეგულაციებით, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც უფრო ფორმალობაა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს განცდა პროცესის გამჭვირვალობის. განვითარებულ ქვეყნებში პირიქით, ნაკლები რეგულაციებია გაწერილი კანონმდებლობაში, რაც მათ მაღალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. მოცემულობის გაუმჯობესება კი ქართულ რეალობაში სწორედ საზოგადოების ცნობიერების შეცვლით უნდა მოხდეს.

„ამას სჭირდება არა ერთი უწყების, არამედ მთელი რიგი უწყებების თანამშრომლობა. მათ შორის, საგამოძიებო უწყებების ჩართულობა. მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი, მედიის ჩართულობა, რადგან ამ ფაქტებზე ინფორმაციის მოძიება ფიზიკურად შეუძლებელია ერთი უწყების მიერ და ამას, კომპლექსურ მიდგომასთან ერთად,  პოლიტიკური ნებაც სჭირდება “, - განმარტა ნინო ლომჯარიამ.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა