centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრები ქუთაისის მერობის კანდიდატებთან

ოქტომბრის თვეში ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, უმასპინძლა დისკუსიების ციკლს ქუთაისის მერობის კანდიდატებთან. სულ ჩატარდა შვიდი შეხვედრა პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ შვიდ  მერობის კანდიდატთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, მოქალაქეები და დაინტერესებული პირები.

საზოგადოების წარმომადგენლები შეხვდნენ საარჩევნო ბლოკის „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით გოგისვანიძეს, „შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს  სამსონ გუგავას, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს - გიორგი ჭიღვარიას, „შენების მოძრაობის“    კანდიდატს ალუდა გოგლიჩიძეს, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  კანდიდატს  გრიგოლ ბახტაძეს, საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ კანდიდატს ზვიად ბაღდავაძეს და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“   კანდიდატს  გიორგი წულაიას.

დისკუსიების მიზანი იყო მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების, ხედვებისა  და მათი გეგმების  მოსმენა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრები იწყებოდა კანდიდატების მიერ წანასაარჩევნო პროგრამების მოკლე პრეზენტაციებით და გრძელდებოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების წარმომადგენლები მერობის კანდიდატებს თავიანთ მოსაზრებებსაც უზიარებდნენ.

საზოგადოების შეკითხვები ძირითადად ეხებოდა ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების პერსპექტივებს, ურბანულ განვითარებას და ქაოტურად მიმდინარე მშენებლობებს, ქალაქის გენერალური განვითერების გეგმის შექმნას, ეკოლოგიურ მდგომარეობას და ქალაქის მწვანე საფარის შენარჩუნებას, ახალი პარკების განაშენიანების პერსპექტივებს. მოქალაქეები წუხილს გამოთქვამდნენ ქალაქში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მუშაობის არსებული მდგომარეობის, ჯანდაცვისა და საციალური პრობლემების, უმუშევრობის, გაზრდილი მიგრაციის,  წყალმომარაგების სისტემის გახანგრძლივებული სარეაბილიტაციო სამუშაოების და აქედან გამომდინარე, მოუწესრიგებელი ქუჩების გამო. ასევე, ჯერ კიდევ მოუწესრიგებელ და ზოგიერთ უბანში არ არსებულ საკანალიზაციო სისტემებისა და სანიაღვრე არხების შესახებ, რის გამოც უკანასკნელ წლებში მცირედი წვიმაც კი კატასტროფის ტოლფასი ხდება ქალაქში.

სტუდენტების შეკითხვები ძირითადად ეხებოდა სტუდენტთა დასაქმებას და შეღავათებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას.  

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა