centers for civic engagement
English
Home 

საჯარო დისკუსიების ციკლი ბათუმის მერობის კანდიდატებთან

2 ოქტომბრიდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრ, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა დისკუსიების ციკლ ბათუმის მერობის კანდიდატებთან.

დისკუსიებში მონაწილეობდნენ: პეტრე ზამბახიძე, პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის -  ევროპული საქართველოს“ კანდიდატი; ლევან ანთაძე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი; თენგიზ თავდგირიძე, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი; ჯემალ ქიქავა, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი; ლაშა კომახიძე, „ქართული ოცნება -  დემოკრატიული საქარველოს“ კანდიდატი; ნათია ბუაძე, ბლოკი სახალხო -  ხალხის ერთსულოვნების“ კანდიდატი; კახაბერ ცისკარიძე, „ერთობისა და განვითარების პარტია“ კანდიდატი; ომარ ფარატენაძე, „ლორთქიფანიძე - კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველოს“ კანდიდატი.

დისკუსიების მიზანი იყო ბათუმის ურბანული და გარემოსდაცვითი პრობლემების (მწვანე საფარი, ჰაერის დაბინძურება, ტრანსპორტი, პარკირება, ქალაქის იერსახე და სხვ.) გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით მერობის კანდიდატების ხედვების მოსმენა. შეხვედრები დაიწყ კანდიდატების მოკლე პრეზენტაციებით და გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტები მერობის კანდიდატებს თავიანთ მოსაზრებებს უზიარებდნენ.

პეტრე ზამბახიძემ მოკლედ ისაუბრა საარჩევნო პროგრამის დეტალებზე, შემდეგ კი კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, აშენებულ უსახურ შენობებს უკვე ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან ძალადობრივი მექანიზმები მიუღებელია: ,,თუმცა, შესაძლოა, ასეთი ტიპის სახლები გავალამაზოთ. შესაძლებელია, გამწვანების კერების გაჩენა ტერასებზე, სახურავი შეგვიძლია გავამწვანოთ ან ვერანდები და ამან, შესაძლებელია, ცოტათი შეუცვალოს იერსახე უსახურ სახლებს. ასევე, მშენებლობის რეგულაციები, რაც არსებობს, მომავალში მკაცრად უნდა იყოს დაცული და აღარ დავუშვათ ასეთი ტიპის სახლების აშენება“.

„ბათუმის იერსახის შენარჩუნებით უნდა დავიწყოთ და მერე სხვა პრიორიტეტები დავისახოთ. რა თქმა უნდა, იქ ხუთსართულიანი შენობები არ უნდა გაჩნდეს. როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მაშინ გაკეთდა არქიტექტორთა სახლი. დარღვევები იყო, მაგრამ საერთო ჯამში კულტურული მემკვიდრეობის ბევრი ძეგლი აღდგენილია. ახლა ვფიქრობთ, თბილისურ ეზოებს მივანიჭოთ ახალი სიცოცხლე, გავხადოთ მიმზიდველი ტურისტებისთვის. ამისთვის მოვიზიდავთ ინვესტორებს და გრანტებს“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.

„მერია და მისი სტრუქტურები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, იზრუნებენ კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაზე“, - აღნიშნა ლაშა კომახიძემ და დასძინა, რომ: „ბათუმის მერად არჩევის შემთხვევაში, განზრახული მაქვს ცალკეული ისტორიული სახლების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ჩემი ხედვა არის ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ უნდა დავინახოთ როგორც განყენებული ერთეული, არამედ ეს უნდა იყოს ქვაკუთხედი მომავალში მის ირგვლივ საზოგადოებრივი, კულტურული, ეკონომიკური ცენტრის შექმნისა, უნდა გამოვარჩიოთ განსაკუთრებით ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებსაც ამის პოტენციალი აქვს“.

თენგიზ თავდგირიძის თქმით, იგი ბათუმში ბევრი რამის შეცვლას აპირებს: „დავიწყოთ ურბანული განვითარების გეგმის არარსებობით. ქალაქი შენდება უსისტემოდ და სპონტანურად. ჩემი მერობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს გეგმა გაკეთდება“.

ომარ ფარტენაძის აზრით, ,,პრიორიტეტები არ არის სწორად განსაზღვრული. ეს ეხება როგორც ბიუჯეტის თანხების გადანაწილებას, ასევე, განაშენიანებას. არ არსებობს ურბანული განვითარების გეგმა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს არასწორი დაგეგმარებით და შესაბამისი დასკვნების გარეშე. მუნიციპალიტეტმა დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს განვითარების პოლიტიკა. ჩარევა მიუღებელია“.

ჯემალ ქიქავას აზრით, „ბათუმის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩებში წყალი დგება, რადგან პროექტით გათვალისიწინებული სტანდარტები დარღვეულია. ამიტომ, პირველ რიგში, ბიუჯეტის გადახედვა და მისი ეფექტიანი მართვა იქნება ჩვენი პრიორიტეტი“.

ერთადერთი ქალი კანდიდატის აზრით, ქალაქში მოძრაობის რეგულაციისთვის შეიძლება გამოიყოს სპეციალური სამოძრაო ზოლი ავტობუსებისთვის და სამარშრუტო ტაქსებისთვის, ისე, როგორც ევროპაშია. „რაც შეეხება პარკინგს, ეს ძალიან თვალსაჩინო პრობლემაა ქალაქში და მიმაჩნია, რომ მერიამ და საპატრულო პოლიციამ ეს პრობლემა ერთად უნდა მოაგვარონ. ასევე, უნდა არსებობდეს უფასო პარკინგის ზოლები და ყველა სახლს, რომელიც მშენებლობის პროცესშია, უნდა ჰქონდეს ერთ-ერთ ვალდებულებად პარკინგის მოწყობა“, - დასძინა ნათია ბუაძემ.  

კიდევ ერთი მერობის კანდიდატის კახაბერ ცისკარიძის განცხადებით, მისი მიზანია, ბათუმი გახდეს ქალაქი, სადაც გაჭირვებული ადამიანი აღარ იქნება.  




 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა