centers for civic engagement
English
Home 

კანდიდატების შეხვედრა შმმ პირებთან მარნეულში

18 ოქტომბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა წინასაარჩევნო შეხვედრა თემაზე: „პოლიტიკური სუბიექტების დამოკიდებულებების ანალიზი შშმ პირთა უფლებების მიმართ“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ „შენების მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატი ლეილა მამედოვა, საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა -დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ სხირტლაძე და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამალია ურუმოვა. დისკუსიას ესწრებოდნენ „საქართველოს ყრუთა კავშირის“ მარნეულის ფილიალის წევრები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იყო ჟესტური თარგმნა.

შშმ პირებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან მოისმინეს მათი საარჩევნო პროგრამები, რის შემდგომაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის მონაწილის, ჟესტური ენის თარჯიმნის ემო ოსიპენკოს განცხადებით, მარნეულში არ არსებობს ზუსტი მონაცემი ყრუ-მუნჯთა რაოდენობის შესახებ „ყრუ-მუნჯებს აქვთ განათლებისა და დასაქმების მიმართულებით არაერთი პრობლემა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანებისთვის სატრანსპორტო შეღავათების არსებობა, ვინაიდან ისინი ვერ ახერხებენ გადაადგილებას მარნეულის სოფლებიდან ცენტრისაკენ. მათი ყოველთვიური შემოსავალი არის პენსია 180 ლარის ოდენობით და 40 ლარიანი დახმარება, რომელსაც ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან იღებენ. ამიტომ, მათთვის სასიცოცხლოა სოციალური შეღავათები სამედიცინო მომსახურების სფეროში და კომუნალური გადასახადების მიმართულებით“, - აღნიშნა ემო ოსიპენკომ.

დისკუსიის მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია შშმ პირთა პრობლემების მოგვარების მიმართულებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ აქტიურად იმუშაოს. „ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, როგორც მათთვის სოციალური დახმარების გაზრდის, ისე სატრანსპორტო, თუ კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათების დაწესების მიმართულებით. საჭიროა, ახალარჩეულმა საკრებულომ დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა“, - აღნიშნა ზურაბ სხირტლაძემ.

დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გამოჩენილი ინიციატივებისა, საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა უშუალოდ შშმ პირთა მხრიდან. „აუცილებელია, გააქტიურდეთ, მიიღოთ მონაწილეობა საკრებულოს სხდომებში, მიმართოთ წერილობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და მოითხოვოთ თქვენი უფლებების დაცვა“, - ლეილა მამედოვამ.  შშმ პირებმა სამომავლო სამოქმედო გეგმა დასახეს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს მათი პრობლემებით აქტიურად დაინტერესება სთხოვეს.

 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა