centers for civic engagement
English
Home 

წინასაარჩევნო დებატები რუსთავის მერობის კანდიდატებს შორის

11 ოქტომბერს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მერობის კანდიდატებთან   გაიმართა წინასაარჩევნო დებატები, რომელშიც მერობისთვის მებრძოლ რვა კანდიდატიდან შვიდმა მიიღო მონაწილეობა. დებატებს  მოდერაციას უწევდა ჟურნალისტი და ექსპერტი მედიის საკითხებში ზვიად ქორიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

პირველი საკითხი წინასაარჩევნო პროგრამების მოკლე მიმოხილვას დაეთმო. გაერთიანების ზვიადის გზა უფლის სახელით მერობის კანდიდატის ელგუჯა ქოჩიაშვილის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, მთავარი საზრუნავი ომის ვეტერანებისა და პენსიონერთა დასაქმება იქნება. მისი წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, ომის ვეტერანებსა და პენსიონერებს ქალაქის განაპირას, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთები უნდა დაურიგდეთ, მათთვის უნდა აშენდეს სათბურები და მომცრო ინდივიდუალური სახლები. ამით დასაქმების პრობლემა ნაწილობრივ გადაწყდება.  

სოციალურ პროგრამებზე გააკეთა აქცენტევროპული საქართველოსმერობის კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა. მისი განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისა და ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის შემთხვევაში, შესაძლებელია, რუსთაველი პენსიონერებისთვის 30 ლარიანი დანამატის დაწესება, სოციალურად დაუცველებისა და შშმ პირთათვის კი შემწეობის 70 ლარამდე გაზრდა. ნინო იმედაშვილმა ისაუბრა ეკონომიკურ პროექტებზეც, რომლებიც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და 10 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მისი წინასაარჩევნო პროგრამა ადგილობრივი გადასახადების 10 პროცენტით შემცირებასაც ითვალისწინებს.

პატრიოტთა ალიანსისკანდიდატმა გელა ნაკაშიძემ ხაზი გაუსვა კულტურისა და სპორტული ცენტრების შექმნის აუცილებლობას. მისი აზრით, კულტურა და სპორტი ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და, როგორც წესი, კულტურული ქალაქი ეკონომიურადაც მდიდარია.

დებატებში მონაწილეობდა მმართველი პარტიაქართული ოცნებისკანდიდატი ირაკლი ტაბაღუაც. ან წინასაარჩევნო პროგრამა ორ პუნქტად ჩამოაყალიბა - ეკონომიკური ზრდა და სოციალური პროგრამების ახლებურად დაგეგმვა. მისი აზრით, ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია ბიზნესისა და სამრეწველო ზონების შექმნა, მათი სეგმენტაცია და განლაგება ქალაქის სამრეწველო ნაწილში და ახალ ტერიტორიებზე. რაც შეეხება სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესს, ის რადიკალურად გადასახედია.

ირაკლი ტაბაღუამ, ამავე დროს, ეჭვი გამოთქვა ოპოზიციური კანდიდატების პროგრამების მიმართ.ეს დაპირებები მოწყვეტილია რეალობას და, ცოტა არ იყოს, დილეტანტურიცაა“, - განაცხადა მან.

საარჩევნო ბლოკისგიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველომერობის კანდიდატმა გოჩა ომაიძემ აღნიშნა, რომ რუსთავის თვითმმართველობის ზოგადი მისიაა ისეთი პოლიტიკის წარმართვა, რომელიც არა მხოლოდ გაზრდის სამუშაო ადგილებს და გადამხდელთა რაოდენობას, არამედ ხელს შეუწყობს საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. კანდიდატის თქმით, ამის მისაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია თვითმმართველობის მიერ ეფექტიანი ეკონომიკური პროექტების შემუშავება.

დებატებზე მცირეწლოვან შვილთან ერთად მოსული მოქალაქის თამაზ ხმელიძის განცხადებით, პოლიტიკოსებისგან მსგავსი დაპირებები ხშირად მოუსმენია, თუმცა მოსახლეობა როგორი ღარიბიც იყო აქამდე, ისეთივე ღარიბია დღესაც.

დებატები ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოქმედი თვითმმართველობის კრიტიკის ფონზე წარიმართა - ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ თვითმმართველობა ბიუჯეტს არაეფექტიანად ხარჯავს, რაც ხელს არ უწყობს სამუშაო ადგილების ზრდას და სოციალური პროგრამების ეფექტიანად განხორციელებას.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა