centers for civic engagement
English
Home 

დისკუსია ოზურგეთში - ფული და პოლიტიკა

19 ოქტომბერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია „ფული და პოლიტიკა“. მოწვეულმა სპიკერმა, საარჩევნო საკითხების ექსპერტმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებასა და საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობაზე. მოხსენება მოიცავდა როგორც მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე, არსებულ პრაქტიკას და გამოკვეთილ პრობლემებს. ნინო ლომჯარიამ საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მოდელები მომოიხილა მათი ქართულ მოდელთან შედარების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დამსწრეთა ინტერესებიდან გამომდინარე, დისკუსია, ძირითადად, შეეხო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და პარტიების მიერ მიღებული საარჩევნო შემოწრულობების საკითხებს. ლადო მენაბდემ, გაზეთ „გურიის მოამბის“ გამომცემელმა მონაწილეებს გააცნო ამ გაზეთის მიერ გაშუქებული ფაქტები ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენებისა. თამარ ნადირიძემ, საკრებულოს წევრობის კანდიდატმა საარჩევნო ბლოკიდან „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“, სპიკერს შეკითხვები დაუსვა საარჩევო კამპანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების მონაწილეობის შესახებ. ტოგო ჭელიძემ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „შენების მოძრაობიდან“ ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის გამოც ოზურგეთში მცირე მეწარმეები თავს იკავებენ ოპოზიციური პარტიებისა და კანდიდატების ფინანსური მხარდაჭერისგან. 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა