centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ზუგდიდის მერობის კანდიდატებთან

6 ოქტომბერს  ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებთან. შეხვედრის ფასილიტატორი იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, თანამოდერატორი - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

საუბარი შეეხო თვითმმართველობის რეფორმას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, გარე ვაჭრობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების მიმართ დაისვა იყო ის, თუ რას ფიქრობენ ქალაქის და თემის გაერთიანებაზე. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატ ლაშა გოგიას თქმით, მთლიანად ზუგდიდის ურბანული, ეკონომიკური განვითარებისთვის დღეს ბევრად ეფექტიანია ქალაქის და მუნიციპალიტეტის ისევ ერთ ერთეულად გადაქცევა, თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ დაშლის საკითხი ისევ დადგეს დღის წესრგიში.

მუნიციპალიტეტების გაერთიანებაში პრობლემას ვერ ხედავს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა. პირიქით, მისი თქმით, ამით ზუგდიდი „უფრო დიდი გახდა“. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატ ლელა ქებურიას, რომელმაც აღნიშნა: „რაც შეიძლება მეტი დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს. მხოლოდ ეს არ უნდა იყოს ტექნიკური საკითხებით შემოფარგლული, რის გამოც 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმა უშედეგო გამოდგა“.

ერთ-ერთი საკითხი ადამიანის უფლებებს, კერძოდ, სექსუალურ უმციესობების დაცვას შეეხებოდა. კითხვის ავტორს, „თანასწორობის მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელ ემზარ კვარაცხელია აინტერესებდა, როგორი იყო კანდიდატების ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ლაშა  გოგიამ უპასუხა, რომ ის ძალადობას გმობს, მაგრამ არის ქართველი და მართლმადიდებელი, რომელსაც ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. თუ რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება, მერობის კანდიდატს დამატებით განმარტებები არ გაუკეთებია. დამოუკიდებელ კანდიდატის დომენტი სიჭინავას თქმით, ის ადამიანებს სექსუალური ნიშნით არ ჰყოფს და არ ინტერესებ მოქალაქეების ორიენტაციით, რადგან ყველას ერთნაირად საზოგადოების სრულუფლებიან წევრად მიიჩნევს. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატ ლელა ქებურიას თქმით, საზოგადოება დღეს ძალიან ბევრი პრობლემის და გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის, ადამიანები სხვადასხვა ნიშნით განიცდიან ჩაგვრას. „მე, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ვიქნები  ერთ-რთი პირველი, რომელიც თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დადგება თქვენს გვერდით“, - განუცხადა მან დამსწრე საზოგადოებას.

ზვიად ქორიძის თქმით, თავდაპირველად დებატების გამართვა იყო დაგეგმილი, თუმცა, ჯერ მმართველი გუნდის ინიციატივით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკება კანდიდატებთან და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება - დამოუკიდებელი საქართველოს“ კანდიდატს ჰქონდა თავისი ხედვა, რომელიც შემდეგ სხვა კანდიდატებმაც გაიზიარეს.  შეიძლება დებატებში   სხვანაირად დაგვენახა კანდიდატები,  მაგრამ ინფორმირების თვალსაზრისით, ეს ფორმატი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი“, -  შეაჯამა შეხვედრა ზვიად ქორიძემ. 

უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა