centers for civic engagement
English
Home 

დებატები გორის მერობის კანდიდატებს შორის

17 ოქტომბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორის მერობის კანდიდატებს შორის გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა კანდიდატმა მიიღო: დავით ონიაშვილ -  ,,შენების მოძრაობა” (მოქმედი გამგებელი), ნანა ხიზანიშვილ - საარჩევნო ბლოკი  ,,სახალხო - ხალხის ერთსულოვნება“, კონსტანტინე თავზარაშვილი, მოქმედი საკრებულოს თავჯდომარე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” და იოსებ სოსიაშვილ - საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო. დანარჩენმა კანდიდატებმა დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

დებატებს უძღვებოდა   ჟურნალისტი  ზვიად ქორიძე. ხოლო, მას ესწრებოდნენ ამომრჩევლები, არასამთავრობო სექტორის და მედიიის წარმომადგენლები. დებატების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა  კითხვა-პასუხის რეჟიმში. კითხვები ძირითადად კონსტანტინე თავზარაშვილსა და დავით ონიაშვილს დაუსვეს. ღონისძიება დინამიური იყო და დაგეგმილი ორი საათის ნაცვლად ოთხ საათს გაგრძელდა.  მოქმედ გამგებელს  დაუსრულებელ და წარუმატებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახსენებდნენ და  ეკითხებოდნენ, თუ რატომ უნდა გამოუცხადონ ნდობა. რაზეც დავით ონიაშვილის პასუხი იყო, რომ მხოლოდ იგი შეძლებს დაგეგმილი პროექტების განხორციელებას, რომელთა წარუმატებლობა   ტენდერში გამარჯვებული არაკეთილსინდისიერი კომპანიების ბრალია. „600-მდე პროექტში,  რა თქმა უნდა,  იქნებოდა ხარვეზები  და   სამ  წელიწადში მათი დასრულება შეუძლებელია“, - აღნიშნა დავით ონიაშვილმა.  მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. კოტე თავზარაშვილს სთხოვეს, დაესახელებინა თუნდაც  ერთი  მის მიერ ინიცირებული  და წარმატებით განხორციელებული პროექტი, რაზეც მან უპასუხა, რომ  ინიცირების უფლება კანონმდებლობით, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, მას არ აქვს. ხოლო, მისი გუნდის და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პროქტები უამრავია ქალაქში თუ რაიონში და მომავალშიც ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს. რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს იოსებ სოსიაშვილსა და  ნანა ხიზანიშვილს, მათ ისაუბრეს ქალაქში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნეს, რომ დანარჩენ ორ კანდიდატს, რომ სდომებოდათ და შეძლებოდათ,  უკვე ჰქონდათ საკმარისი დრო პრობლემების მოსაგვარებლად. მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ ოპოზიციურ კანდიდატებს ჰკითხა, თუ როგორ აპირებდნენ ისინი ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გამარჯვების შემთხვევაში, რაზეც „შენების მოძრაობის“ კანდიდატისგან მკაცრი კრიტიკა მიიღო: „თუ   ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გაიმარჯვებს, მასთან ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს? გამორიცხულია, რომ სადმე გაიმარჯვოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა?“, - შეუტრიალა მან კითხვა მერის მრჩეველს.  

შეხვედრაზე დასმული კითხვების რაოდენობიდან გამომდინარე, აშკარა გახდა, რომ არსებობს ამგვარი ფორმატის შეხვედრების ნაკლებობა გორში. საჭიროა, კანდიდატებმა მეტი ისაუბრონ ამომრჩეველთან და უპასუხონ მათ შეკითხვებს, რათა არჩევანი ინფორმირებულმა ამომრჩეველმა გააკეთოს.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა