centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ხელოვნებათმცოდნე სოფიო კილასონიასთან მარნეულში

13 ოქტომბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე: ეთნიკური მრავალფეროვნება - კულტურული მრავალფეროვნების გარანტი". შეხვედრას უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნე და კულტურის პოლიტიკის მკვლევარი სოფიო კილასონია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების, მარნეულის კულტურის ცენტრის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობებს განეკუთვნება ადგილობრივ დონეზე თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, მიუხედავად ამისა, კულტურის თემატიკა იშვიათად ხვდება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებსა, თუ პროგრამებში. სოფიო კილასონიამ ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
კულტურული მემკვიდრეობის რაობა და მისი ტიპები;
კულტურული მემკვიდორების დაცვა და განვითარების მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოების განვითარებისა და იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში, კულტურული მემკვიდრეობის გააზრების პრობლემები, რომლებიც მარნეულში იჩენს თავს, ასევე, რატომ უნდა იყოს კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის საკითხი პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ყურადღების ცენტრში.

დისკუსიის მონაწილის, კულტურის ცენტრის დირექტორის ნატო შავიშვილის  თქმით, მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის როლი სახელმწიფოს განვითარებაში „ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, თუ რა დადებითი მხარე აქვს კულტურულ სივრცეს, როდესაც იქ მონაწილეობს რამდენიმე კულტურული და ეთნიკური ჯგუფი, და როგორ შეიძლება ამ რესურსით განვითარდეს თანამედროვე საზოგადოება. ვფიქრობ, მარნეულის მოსახლეობამ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ნატო შავიშვილმა.

დისკუსიის მონაწილის, სტუდენტის არამ აკოფიანის თქმით, მარნეულში არ არსებობს კულტურული სივრცე, სადაც შესაძლებელია დასვენება, განტვირთვა, ინტელექტუალური განვითარება. „მარნეულს აქვს ძალიან კარგი რესურსი, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მრავალფეროვნება გამოვიყენოთ ჩვენთვის სასარგებლოდ, შევქმნათ სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა კულტურული ჯგუფების ტრადიციები, სამზარეულო. ეს არის ტურისტების მოზიდვის არაჩვეულებრივი საშუალება ჩვენთვის“, - აღნიშნა არამ აკოფიანმა.

დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხების შესახებ. ასევე, ისაუბრეს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომლებსაც სჭირდებათ დაცვა მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დისკუსიის მონაწილეებმა დასახეს გზები აღნიშნული საკითხების ლობირების მიმართულებით როგორც სამთავრობო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებზე.

 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა