centers for civic engagement
English
Home 

ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში საარჩევნო საკითხებზე ოზურგეთში ახალგაზრდებისთვის

12 ოქტომბერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის საარჩევნო მედიაცენტრში გაიმართა ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში „ბრეინ რინგი“ საარჩევნო საკითხებზე ახალგაზრდებისთვის.

საარჩევნო პერიოდში თემში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩართულია საარჩევნო პროცესებში. ისინი ერთიანდებიან პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ჯგუფებში ან დასაქმებულნი არიან სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში, სადაც გადიან გარკვეულ სწავლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშის მიზანი იყო საარჩევნო საკითხებზე ახალგაზრდების  ცოდნის როგორც გამოვლენა, ასევე, მისი გაღრმავება და საკუთარი თავის გამოცდა.

„ბრეინ რინგში“ მონაწილეობდნენ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ლაითურის, ჭანიეთის,  სოფელ ოზურგეთის თემებიდან. ასევე, საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ და „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ ნაკრები გუნდები.

შეხვედრას უძღვებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ სირბილაშვილი.

უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა