centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ახალციხის მერობის კანდიდატებთან

10 ოქტომბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართ ახალციხის მერობის კანდიდატებთან.

დისკუსიის მიზანი იყო მერობის კანდიდატების საარჩევნი პროგრამების და ხედვების მოსმენა. შეხვედრ დაიწყ კანდიდატების მოკლე მოხსენებებით და გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სადამკვირვებლო მისიის და მედიის წარმომადგენლებმა მერობის კანდიდატებს თავიანთ მოსაზრებებ გაუზიარე.

შეხვედრაზე განხილულ იქნ შემდეგი საკითხები: ეთნიკური უმცირესობები, წყალმომარაგების პრობლემები და ინფრასტრუქტურული პროექტები.

დისკუსიაზე ახალციხის  მერობის ყველა კანდიდატი იყო მიწვეული, თუმცა, მხოლოდ ორი მათგანი მოვიდა: ვაჟა ჩიტაშვილი, პოლიტიკური პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოდა ირაკლი ბარძიმაძე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

იმ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, აუცილებლად ვიმუშავებ ჩემი არჩევის შემთხვევაში. ხელს შევუწყობ სომეხი ეროვნების ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებას საჯარო სამსახურში“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა.

ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, ეთნიკური საკითხები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მუშაობის დროს. საერთოდ არ მომწონს კვოტირების სისტემა, ადგილობრივ  თვითმმართველობაში აუცილებელია ეთნიკური უმცირესობების დასაქმება, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ამ რაიონის პრობლემები ერთად უნდა გადავწყვიტოთ “, – განაცხადა ირაკლი ბარძიმაძემ.

დისკუსიის დროს კანდიდატებმა ყურადღება გაამახვილეს მცირე ბიზნესის განვითარების, უმუშევრობის დაძლევის, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლებისა და ქალაქში არსებული სხვა პრობლემების ეფექტიანი მოგვარების საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი ბარძიმაძემ მოუწოდა ახალციხის მერობის კანდიდატებს აქტიური ჩართულობისკენ ანალოგიურ შეხვედრებში და იმ ყველა შესაძლებლობის გამოყენებისკენ, რასაც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრი სთავაზობს მათ. 

უკან დაბრუნება  
თებერვალი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
567891011

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა