centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა თელავში კულტურული მემკვიდრეობის როლზე ტურიზმსა და ეკონომიკაში

9 ოქტომბერს  თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა - „კულტურული მემკვიდრეობის როლი ტურიზმსა და ეკონომიკაში - განვითარების შესაძლებლობები“.

დისკუსიის პირველ ნაწილში კულტურის პოლიტიკის მკვლევარმა სოფიო კილასონიამ ისაუბრა კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების როლზე და კულტურის ეკონომიკის შესწავლაზე, განიხილა არსებული მდგომარეობა და შეაფასა ამ კუთხით არსებული პრობლემები. 

სოფიო კილასონიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ერთ სფეროზე და ის ყველა არსებულ სფეროს მოიცავდეს. მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, პირველ რიგში, სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკის განვითარების დოკუმენტი უნდა შემუშავდეს. დღეს ადგილობრივ თვითმმართველობებს ნაკლები ძალაუფლება აქვთ. საპროექტო სამუშაოების შესრულების შემდეგ მათ აღარ ეძლევათ საშუალება, შემდგომ სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა და ჩაერთონ თუნდაც დაფინანსების საკითხებში, რასაც, საბოლოოდ, ძეგლის რეაბილიტაციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა სპიკერმა და დასძინა: „კულტურული მემკვიდრეობა ეკუთვნის ქალაქს, რომელზეც პასუხს აგებს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ საზოგადოებაც, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ცხოვრობს“.

მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საუკეთესო საშუალებაა, ეკონომიკურად განვითარდეს ქალაქი, რადგან სწორედ ისტორიული ნაწილი იზიდავს ტურისტებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რეაბილიტაციის დროს თითოეულ ძეგლს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდეს.

„ეს უბნები არის ტურისტებისთვის მიმზიდველი და თუ გვინდა, რომ ტურიზმი განვავითაროთ, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. უნდა გვქონდეს საინტერესო ადგილები ქალაქში, რითიც განსხვავდება თელავი სხვა ქალაქებისგან“,- განაცხადა სოფო კილასონიამ.

მან  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება.

დისკუსიის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

თელავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ფიქრია ყურშიტაშვილის თქმით, კანონით სახელმწიფო იცავს ყველა ძეგლს მისი წარმომავლობის მიუხედავად, თუმცა, რეალურად, ბიუჯეტიდან ძირითადი თანხა იმ მემკვიდრეობაზე იხარჯება, რომელიც მეტი ადამიანის ინტერესს ეხება. მან ამის მაგალითად თელავის სამხატვრო სკოლა დაასახელა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კულტურის სფეროში დასაქმებულმა პირებმა როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორებიდან. 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა