centers for civic engagement
English
Home 

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი თელავში

6 ოქტომბერს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ აქტივისტებთან, რომლებიც ქალაქ თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ და პროტესტის ნიშნად მათ თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი წარადგინეს.

აქტივისტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი გაუუქმდა.

შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტებმა ისაუბრეს საკუთარი პროტესტის მიზანზე.

შეხვედრის მონაწილე არჩილ მჭედლიშვილი საზოგადოებას ესაუბრა იმ უარყოფით შედეგებზე, რომელიც თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მოყვება. მან საზოგადოებას განუმარტა, თუ რატომ არის აუცილებელი სამოქალაქო პროტესტის გამოხატვა. მისი თქმით, დღეს თვითმართველობა ცენტრალიზებულად იმართება და არ აქვს მნიშვნელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ამის გამო, მან ხალხს მოუწოდა სამოქალაქო პროტესტისკენ და საარჩევნო ბიულეტენებზე დამატებით „ცხვრის“ ჩაწერა და შემდეგ მისი შემოხაზვა. „ასე გავიგებთ და გავაგებინებთ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენს ძალას და რაოდენობას“, -  განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტმა მაკა მოსიაშვილმა კი საზოგადოებას თვითმმართველობის მუშაობაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საკრებულოს სხდომებს არ ესწრება საზოგადოება და გადაწყვეტილებები ყოველგვარი დისკუსიისა და მსჯელობის გარეშე ხდება.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს საპროტესტო კამპანია არ დასრულდება არჩევნების შემდეგაც და ისინი აპირებენ, „ცხვარი“ სამოქალაქო პროტესტის გამოხატვის სიმბოლოდ აქციონ.   

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა, ადგილობრივი ტელევიზიის გარდა, „რადიო თავისუფლებამ“ და „ამერიკის ხმამ“ გააშუქეს.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა