centers for civic engagement
English
Home 

მარნეულის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია და დისკუსია ამომრჩეველთან

29 სექტემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა მარნეულის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია და დისკუსია ამომრჩეველთან. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი მერობის კანდიდატები: აკმამედ იმამკულიევი, საარჩევნო ბლოკიბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო; ვეფხია გურგენიშვილი, საარჩევნო ბლოკიკახა კუკავა - დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო; ზვიადი შუბითიძე,დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ლიანა მესტვირიშვილი - ბეჟანიშვილი, პარტია საქართველო; და ლეილა მამედოვა, „შენების მოძრაობა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრაზე კანდიდატებმა წარადგინეს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც გამარჯვების შემთხვევაში იმუშავებენ, დისკუსიის ნაწილში კი უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს. შეხვედრას მოდერაციას უწევდა „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი.

კანდიდატებმა ისაუბრეს ისეთ აქტუალურ ადგილობრივ პრობლემებზე, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკა, პროფესიული განათლების მიღების საჭიროება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები; შიდა გზების რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელებისა და მაწანწალა ძაღლების პრობლემა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება და სხვა.

მერობის კანდიდატებმა დისკუსიის მონაწილეებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზები შესთავაზეს. ასევე, გამოთქვეს ინტერესი, მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნოდ დაგეგმილ მსგავსი ტიპის შეხვედრებში. სოფელ თამარისის მკვიდრის და დისკუსიის მონაწილის ელმირა იოსელიანის აზრით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საარჩევნო კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას. „ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ დაგვეხმარა გავცნობოდით კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს, რათა ინფორმირებული არჩევანი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ელმირა იოსელიანმა. 

უკან დაბრუნება  
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა