centers for civic engagement
English
Home 

იმიტირებული არჩევნები საგარეჯოში ლამბალოს ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის

28 სექტემბერს საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, ლამბალოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. ღონისძიებას უძღვებოდა მოწვეული სპიკერი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია „სპექტრის" ტრენერი, სოფიო მანძულაშვილი-ხარებავა, რომელმაც ახალგაზრდებს, ვისაც წელს შეუსრულდა 18 წელი და პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მიაწოდა  ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის სტუქტურაზე, ფუნქცია-მოვალეობებზე, მათი არჩევის წესზე, ამომრჩევლის უფლებებზე და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.   

შეხვედრის ბოლოს  გაიმართა იმიტირებული არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანელმა და ქართველმა ახალგაზრდებმა.

შეხვედრა ემსახურებოდა, როგორც ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგზარდების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო სკითხებში, აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობას არჩევნებში, ასევე, მათ ინტეგრაციას ქართველ ახალგაზრდებთან.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა სანან მირზელმა აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს ლამბალოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი არ ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას არჩევნების თემაზე. „დღევანდელმა შეხვედრამ დაგვარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გაცნობიერებული არჩევანი და ჩვენი ხმა არჩევნებში“, - დასძინა მან.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა