centers for civic engagement
English
Home 

დისკუსია ოზურგეთში რეგიონებში კულტურის მდგომარეობის შესახებ

29 სექტემბერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსია რეგიონებში კულტურული ცხოვრების შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობებს განეკუთვნება ადგილობრივ დონეზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, ადგილობრივი ბიბლიოთეკების, კლუბების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრებისა და საგამოფენო დარბაზების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ყურადღების გამახვილება.

მოწვეულმა სპიკერმა, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ, ისაუბრა რეგიონებში კულტურული ცხოვრების მდგომარეობის შესახებ და ადგილობრივი კულტურული ობიექტების დაფინანსების მოდელებზე ევროპული ქვეყნების, მეტწილად, გერმანიის, გამოცდილების გათვალისწინებით. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კულტურის სამსახურების წარმომადგენლები, ადგილობრივი ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და თეატრის ხელმძღვანელები. მონაწილეებმა სპიკერთან ერთად იმსჯელეს ოზურგეთში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების გზებზე. ერთ-ერთ ასეთ გამოსავლად დაისახა მოქალაქეებთან ერთად ინტერაქტიული დისკუსიების გამართვა სპექტაკლის, გამოფენისა თუ სხვა კულტურული ღონისძიების დასრულებისთანავე. სპიკერმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ასევე შესთავაზა ოზურეთის კინოთეატრის შენობის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ მასში მუნიციპალური კინოთეატრის მოწყობა, ნაცვლად კომერციულისა.

შეხვედრის დასასრულს ლაშა ბაქრაძემ პარალელი გაავლო ურბანულ და ეკოლოგიურ თემატიკასთან და აღნიშნა, რომ როგორც ათი წლის წინ პოლიტიკური სპექტრი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ურბანულ და ეკოლოგიურ საკითხებს საარჩევნო პროგრამებში, ანალოგიურად იქცევა ის კულტურასთან მიმართებაში ამჟამად. მისი აზრით, საზოგადოების საკმარისი აქტიურობის შემთხვევაში, შესაძლებელია პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ყურადღების გამახვილება ადგილობრივი კულტურული ობიექტების პრობლემებზე. 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა