centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის

29 სექტემბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატებისთვის. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ქეთევან ბებიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი. 

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდება სისხლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესწავლის და საარჩევნო დავების მონიტორინგის შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ინსტრუმენტის გამოყენება პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ. ასევე, შეხვედრზე გაიმართა მსჯელობა ინკლუზიურ გარემოზე, თუ რამდენად რეალიზდება ეთნიკური უმცირესობების, ქალთა და შშმ პირთა პოლიტიკური უფლებები.

შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებ სამცხეჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან

 იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ჩნდება პოლიტიკური პარტიების წინაშე. განვიხილეთ რეკომენდაციები, რომლებიც წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო გამოკვეთილი საკანონმდებლო თვალსაზრისით“, – განაცხადა  შეხვედრის ფასილიტატორმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატებმა იმ დარღვევებზე ისაუბრეს, რომლებიც წინასაარჩევნო აგიტაციის დროს და არჩევნების დღეს ხდება. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებ იმისათვის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფრო ეფექტიანად იყოს გამოძიებული ის ფაქტები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იქნება დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია, სწორი კვალიფიკაციის მიცემა ისეთ დანაშაულისთვის, როგორიცაა  პოლიტიკური ნიშნით დისრკიმინაცია “, – განმარტა ქეთევან ბებიაშვილმა.

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა