centers for civic engagement
English
Home 

საჯარო ლექცია ბათუმში პოლიტიკისა და კულტურის შესახებ

15 სექტემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო ლექცია პოლიტიკისა და კულტურის შესახებ სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობის ჭრილში. შეხვედრას ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი გოგი გვახარია და ჟურნალისტი სალომე ასათიანი უძღვებოდნენ. 

როგორი არის და უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა? რა როლი ეკისრება სახელმწიფოსა და საზოგადოებას ქვეყანაში კულტურული პროცესების უკეთ წარმართვისთვის? ვინ ცდილობს კულტურის განვითარებას და როგორია დაფინანსების რესურსები? ამ და სხვა თემებზე იმსჯელეს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

„მიუხედავად იმისა, რომ კულტურულმა პროცესებმა პოლიტიზირებული ხასიათი მიიღო, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში მაინც ვერ იპოვით მისი განვითარებისა და პროცესების გაუმჯობესების შესახებ ინფორმაციას. ავიღოთ თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფერო. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის - ძეგლების რეაბილიტაციის დროსაც კი, როდესაც პიკს აღწევდა პოლემიკა, გადაწყვეტილებას მაინც პოლიტიკოსები იღებდნენ,  ან რომელიმე დეპარტამენტის, ან სამსახურის უფროსი და ეს გადაწყვეტილებები იშვიათდ იყო პროფესიონალური, ანალიზსა და კვლევაზე დაფუძნებული“, - განაცხადა გოგი გვახარიამ.

„თანამედროვე ხელოვნება დისკუსიების, ახალი სააზროვნო სივრცის შექმნის მაპროვოცირებელი უნდა იყოს, მაგრამ ის ამას დღეს ვერ ახერხებს. კულტურა არის დეკორაცია, რომელიც ვითარდება გარკვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების შედეგად“, -აღნიშნა სალომე ასათიანმა.

„ყველაზე საწყენია, რომ კულტურის სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ისინი მუშაობენ როგორც ერთიანი გუნდი. საზოგადოების ნაწილი ალბათ მიიჩნევს, რომ ეს გუნდური მუშაობა კარგია, თუმცა ამაში, სამხწუხაროდ, პარტიული და პოლიტიკური ინტერესებით გაერთიანებული ადამიანების გუნდური მუშაობა იგულისხმება და არა პროფესიული ინტერესებით და აუცილებლობებით გამოწვეული გუნდურობა. კულტურის პროცესებისთვის დამახასიათებელია ფასადურობა და ზედაპირულობა. შეიძლება გავიხსენოთ დიდი რესურსების ჩადება კონცერტებში ან ისეთი სახის რეაბილიტაცია-რესტავრაციებში, რომელშიც სამუშაოების განხორციელება ფუნდამენტური კვლევების საფუძველზე არ მიმდინარეობდა და მისი მიზანი ზედაპირული ეფექტის მოხდენა იყო. როდესაც რომელიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად თანხების მოძიებაზე იყო საუბარი, საპასუხოდ ამბობდნენ, რომ ამისთვის ქვეყანას არ ეცალა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურაში უამრავი ფული იხარჯება, პარალელურად, წლიდან წლამდე მცირდება სახელოვნებო სასწავლებლების   ბიუჯეტი, რაც ალოგიკურია“, - დასძინა გოგი გვახარიამ.

კითხვას „უნდა არსებობდეს, თუ არა კულტურის სამინისტრო ქვეყანაში?“, გოგი გვახარიამ უპასუხა: „მისი გაუქმება მხოლოდ იმიტომ, რომ ფუნქციები ვერ ან არაჯეროვნად შეასრულა, არ შეიძლება. ევროპულ ქვეყნებში, სადაც კულტურის სამინისტროს ფუნქციები მინიმუმამდეა დაყვანილი, მოახერხეს შეექმნათ ფონდები და ქვესტრუქტურები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა სფეროში ჩართულ ადამიანებს და ჭრის სხვადასხვა ამოცანას. კულტურის სამინისტრომ, შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურებმა, ფული უნდა გადაუხადონ ხელოვანს იმისთვის, რომ მან  მოახდინოს ხელოვნების ამა თუ იმ დარგის სტიმულირება. ეს უწყება არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, იდეოლოგიზირებული ინსტიტუტი, არამედ, პირველ რიგში, ის უნდა ცდილობდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი საზოგადოების გაძლიერებას და არა პირიქით“.

დისკუსიის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია პოლიტიკურმა სუბიექტებმა და საზოგადოებამ აქტიური ნაბიჯები გადადგას კულტურის პოლიტიკის შემუშავებისკენ. დისკუსია საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა