centers for civic engagement
English
Home 

ფორუმთეატრი ზუგდიდში საარჩევნო მედიაცენტრის ფარგლებში

22 სექტემბერს  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგ-შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობას საარჩევნო პროცესებში.

შეხვედის  მიზანი იყო ახალგაზრდების სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა და მათი როლის გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში.

თეატრალური მეთოდოლოგიის (ფორუმთეატრის) გამოყენებით ახალგაზრდებმა იმსჯელეს პოლიტიკური გარემოს უკეთესობისაკენ შეცვლაზე, წინაღობებზე, პრობლემების მოგვარების გზებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს ახალი თაობა აქტიური უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

შეხვედრის ტრენერმა ციცინო შენგელიამ აღნიშნა, რომ თეატრალური ტექნოლოგია გამოცდილების გაზიარებას და პრობლემის ვიზუალიზაციას ეფუძნება, რაც აუდიტორიას უქმნის ბევრად ეფექტიან წარმოდგენას პრობლემის გადაჭრის გზებზე. „ფორუმთეატრის მეთოდოლოგიის გამოყენებით დღეს  მივიღეთ პასუხები კითხვებზე, რატომ არ არიან რეგიონის ახალგაზრდები ჩართულები სამოქალაქო საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რას ნიშნავს ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმი. ის, რომ არ არიან აქტიურები, განპირობებული იმით, რომ მათ არ აქვთ სახელისუფლებო ინსტიტუციების ნდობა, აქვთ ნიჰილისტური დამოკიდებულება. ისინი ფიქრობენ, რომ მათი ხმა არ არის გადამწყვეტი და არ აქვთ შესაძლებლობა, შეცვალონ მათ გარშემო არსებული გარემო“, - თქვ ციცინო შენგელიამ.

შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა ისაუბრეს დასაქმების პრობლემასა და ამ კუთხით სათანადო ხელშეწყობის არქონაზე. მოქალაქე თათა დანელიამ ისაუბრა შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსზე და სახელმწიფოს როლზე ამ დისბალანსის აღმოფხვრაში.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ  დაინტერესებული ახალგაზრდები, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, მოქალაქეები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და მედია.  

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა