centers for civic engagement
English
Home 

ტრენინგი მარნეულში ჟურნალისტებისთვის სააარჩევნო საკითხების შესახებ

20 სექტემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი ქვემო ქართლში მომუშავე ჟურნალისტებისთვის, თემაზე „საარჩევნო საკითხების გაშუქება: ეთიკა და უსაფრთხოება“. ტრენინგს უძღვებოდა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) სამხრეთ კავკასიის პროგრამის დირექტორი ბექა ბაჯელიძე. ტრენინგს ესწრებოდნენ ტელეკომპანია „მარნეული ტვ“-ის, „ტვ ბოლნელის“, გაზეთ „თრიალეთის ექსპრესის“, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის, ინტერნეტ პლატფორმა „Civil Media“ და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა რეგიონის მედიასაშუალებების ჟურნალისტების დამატებითი პროფესიული უნარებით აღჭურვას არჩევნების სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქებისთვის და მოქალაქეებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად ჟურნალისტების შესაძლებლობების გაზრდას. ტრენინგის მეშვეობით ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება თავი დააღწიონ მანიპულაციას, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, ასევე მათი ინტერესების მხარდამჭერი მედიასაშუალებების მხრიდან. ჟურნალისტები გაეცნენ აგრესიულ და მტრულ გარემოში უსაფრთხო მოქმედების, რესპონდენტებთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოგროვების ტექნიკებს.

ტრენინგი ჟურნალისტებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის ამაღლება არჩევნების გაშუქების მიმართულებით. ასევე, გამოთქვეს ინტერესი, აქტიურად გააშუქონ მედიაცენტრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. „საინტერესო იქნება მერობის კანდიდატების დებატების გაშუქება, მათი პროგრამების გაცნობა. იმედი გვაქვს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების საარჩევნო მედიაცენტრები ამის შესაძლებლობას წელსაც მოგვცემს“, - აღნიშნა ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის ჟურნალისტმა მანონი ბოკუჩავამ.  

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა