centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა საგარეჯოში იორმუღანლოს მოსახლეობასთან

9 სექტემბერს საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში,  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სოფელ იორმუღანლოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ამომჩევლისთვის.

ღონისძიებას უძღვებოდა  მოწვეული სპიკერი, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული კოორდინატორი ნანა დევიძე, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა  ინფორმაცია არჩევნების მნიშვნელობის, ძირითადი პრინციპების, წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნებში ჩართული მხარეების, საარჩევნო კომისიების, საარჩევნო დღის მიმდინარეობის და ამომრჩევლის უფლებების შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას ყველაზე მეტი დარღვევებით გამორჩეული სოფლის ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინფორმირება, რაც ხელს შეუწყობს დარღვევების პრევენციასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. 

ნანა დევიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინტერესო და ეფექტიანი იყო, რადგან მათ მიეწოდათ საჭირო ინფორმაცია თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები შეხვედრის მიმდინარეობის პროცესში და დასვეს  საინტერესო კითხვები საარჩევნო პროცედურებისა და ადგილობირივ თვითმმართველობასთან მოსახლეობის ურთიერთობის შესახებ. ასევე, დარწმუნდნენ საკუთარი საარჩევნო ხმის მნიშვნელობაში და გაიაზრეს თავიანთი პასუხისმგებლობაში საარჩევნო სუბიექტის არჩევის დროს.

შეხვედრის მონაწილე აიახან თალიბოვის აზრით, მან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო, რომელიც დაეხმარება არჩევნების დღეს სწორი არჩევანის გაკეთებაში. მან ასევე დასძინა, რომ მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად  გაუზიარებს ახლობლებს თავის სოფელში.

 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა