centers for civic engagement
English
Home 

წინასაარჩევნო გარემოს შეფასება ქუთაისში

31 აგვისტოს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო გარემოს შეფასების თემაზე. 

შეხვედრაზე მოწვეული იყო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იმერეთის რეგიონული კოორდინატორი თეონა გოგიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წინასაარჩევნო გარემოს კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები. მან შეაფასა გარემო და ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკონსტიტუციო რეფორმა, მუნიციპალიტეტების გაერთიანება და თვითმმართველი ქალაქების შემცირება, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა, გენდერული კვოტები, საარჩევნო ადმინისტრაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, უწყებათაშორისი კომისია, პოლიტიკური პარტიები, კანდიდატები და მედიაგარემო. 

საუბრის ბოლოს ახალგაზრდები გაეცნენ ორგანიზაციის ხუთ პუნქტად ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს, რაზეც გაიმართა დისკუსია.  თითოეულ თემაზე მათი მხრიდან  გაჟღერდა განსხვავებული მოსაზრებები. დისკუსია წარიმართა აქტიურ და კონსტრუქციულ რეჟიმში.

 

 

უკან დაბრუნება  
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა