centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ზუგდიდში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესახებ

23 აგვისტოს ზუგდიდი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე, ადამიანის უფლებების დამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ.

შეხვედრა ჩატარდა პროექტისადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორისფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტისკანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა, სამდივნოს მრჩეველმა ანა ხიზანიშვილმა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის წევრმა თამარ ამირეჯიბმა ისაუბრე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, განიხილეს საკითხებ, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანი აღმოჩნდა დგილობრივი მოსახლეობისთვის. ანა ხიზანიშვილის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უწყებათაშორისი, მრავალსექტორული, ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის ფორმირებას. ამჟამად სამდივნო 2018-2020 წწ. ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. სწორედ ამ ამოცანის ფარგლებში, სამდივნო, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან თანამშრომლობით, მართავს მოსახლეობასთან შეხვედრებს, რომლებიც ეთმობა რეგიონებთან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე კომუნიკაციის დამყარებასა და გაუმჯობესებას, შემდგომი წლების სამოქმედო გეგმაში ადგილობრივი პრობლემატიკის უკეთ დანახვისა და ასახვის მიზნით.

შეხვედრის დიდი ნაწილი დევნილთა პრობლემატიკის განხილვას დაეთმო. დამსწრეებმა აღნიშნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და გრძელვადიანი განსახლების, ადგილობრივ თემთან ჰარმონიზაციის და მუდმივი საარსებო წყაროს შექმნის სირთულეები.

აღინიშნა, რომ კვლავ პრობლემად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების უზრუნველყოფა. სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს შემოვლითი საზღვრების ჩაკეტვისა და მავთულხლართების აღმართვის პროცესი. ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა დარჩენილი მოსახლეობა ვერ ღებულობს სათანადო სამედიცინო, თუ სხვა სახის მომსახურებას. საჭიროა მათთვის ცალკეულ სოფლებში, მაგალითად ხურჩის თემში, ამბულატორიის გახსნა, ასევე, საშუალო სკოლის მოწაფეებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალების უზრუნველყოფა.

ნატალია ჯალიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო 2015 წლიდან ავრცელებს კვარტალურ ანგარიშს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ღია წყაროებზე დაფუძნებული ანგარიშის მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.

 

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ლევან პაპავამ გამოთქვა მოსაზრება გამყოფ ხაზთან ახლოს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრის გახსნის აუცილებლობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით სამდივნოს მრჩეველმა ანა ხიზანიშვილმა დაწვრილებით ისაუბრა მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის და მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურის, ასევე, კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების დანიშნულებისა და ფუნქციონირების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც, მათ შორის, საჯარო სამსახურიდან პარტიული ნიშნით პირთა განთავისუფლების და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევებს, გამოძიების გაჭიანურების ან/და ფაქტობრივი გარემოებებისთვის არასათანადო გამოკვლევის შემთხვევებს.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა