centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ოზურგეთში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესახებ

21 აგვისტოს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე, ადამიანის უფლებების დამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ.

შეხვედრა ჩატარდა პროექტისადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორისფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტისკანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

დისკუსიის მსვლელობისას სპიკერებმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ და თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა და ამავე სამდივნოს მრჩეველმა ანა ხიზანიშვილმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

ხაზი გაესვა რეგიონებთან შეხვედრის აუცილებლობას, რათა რეგიონული პრობლემატიკა და ადგილობრივი გამოწვევები უკეთესად იქნას გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში. ცენტრიდან ადგილობრივი პრობლემატიკის ხედვა ძალიან ვიწროა, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ორგანიზაციების დონეზე დანახული პრობლემების გააზრება და მათი სათანადო ასახვა სამოქმედო დოკუმენტებში, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საუბრისას გაზიარებული იქნა ბოლო წლების მიღწევები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, თუმცა აღინიშნა გამოწვევებიც. ასე მაგალითად, გაეროს განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომითი უფლებების დაცვისა და გაუმჯობესების აუცილებლობას ხედავს, განსაკუთრებით კი, შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში.

განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა ბავშვთა უფლებები, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების საკითხი, ბავშვთა მიმართ ძალადობა (მათ შორის, სკოლებში) და ე.წ. ბულინგი. ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა თემატიკას და ინკლუზიური მიდგომის დანერგვის აუცილებლობას არამარტო სკოლებში, არამედ საბავშვო ბაღებშიც. გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის გეგმებსა და აუცილებლობას, სოციალური დახმარების საკითხებს და სოციალურად დაუცველი პირებისთვის უფრო მეტი უფასო დახმარების, თუ სერვისების გაწევის საჭიროებას.

დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გოჩა ჭანიშვილმა წამოჭრა უმეთვალყურეოდ მიტოვებული ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზების საკითხი. მისი თქმით, ამ ტერიტორიებზე დატოვებული რადიოაქტიური ნარჩენები ხელს უწყობს რადიაციის გავრცელებას და შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი წყაროც კი იყოს. საჭიროა სამხედრო ბაზების ტერიტორიების კომპლექსური შესწავლა, ადგილობრივი ხელისუფლება კი ამ საკითხით არ ინტერესდება.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სასამართლო რეფორმაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და ამ უკანასკნელის გაზრდის საჭიროებაზე. ასევე, პროკურატურაში იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის გამიჯვნის შემდეგ შექმნილი სპეციალური დეპარტამენტის დანიშნულებაზე, რომლის პირველადი ამოცანა სამართალწარმოების პროცესში დაშვებული ხარვეზების გამოვლენა და შესწორებაა.

დასასრულს სპიკერებმა აღნიშნეს, რომ საინფორმაციო შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია, გამოთქმული მოსაზრებები და კომენტარები სათანადო ასახვას ჰპოვებს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წწ. სამთავრობო სამოქმედო გეგმაში, რომელიც ამჟამად შემუშავების პროცესშია.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა