centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ბათუმში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესახებ

22 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებმა. სპიკერებმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ და თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა და ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს მრჩეველმა ანა ხიზანიშვილმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

შეხვედრა ჩატარდა პროექტისადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორისფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტისკანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

ღონისძიება მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე, ადამიანის უფლებების დამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ.

შეხვედრის მსვლელობისას ვრცლად იქნა განხილული გენდერული თანასწორობის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული კვოტირების საკითხები. ამ უკანასკნელს მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივას და ხაზი გაუსვა პარალელური ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ქალთა ეკონომიურ-სოციალური უფლებების უზრუნველყოფისა და გაძლიერების მიზნით.

დამსწრეთა გარკვეულმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა პოლიტიკურ ინსტიტუციებში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად გენდერული კვოტის შემოღება. მათთვის ეს ხელოვნური ზომაა, რომლის საჭიროება არ არსებობს, რადგან კვალიფიცირებული პერსონალი, სქესის მიუხედავად,  პირად, პროფესიულ და კარიერულ წინსვლას მაინც აღწევს.

პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა არასრულწლოვანთა ქორწინება. აღინიშნა, რომ ამ თემაზე საკმარისად არ საუბრობენ, მცირეა მისი ხილვადობა. აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება, რომ ადრეული ქორწინება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია და ისჯება კანონით. სკოლებში კი, მოსწავლეებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული ზიანის შესახებ.

არსებული გამოწვევების გარდა სპიკერებმა ისაუბრეს ბოლო წლების მიღწევებზე ადამიანის უფლებების (მათ შორის, სამოქალაქო და პოლიტიკური) დაცვის სფეროში, გაუმჯობესებულ სტანდარტებზე, სახელმწიფოს მიერ ნაკისრ სოციალურ პასუხისმგებლობასა და განხორციელებულ, თუ მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე.

 

პეტრე ზამბახიძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის თქმით, „ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია. რეგიონულ დონეზე ინფორმაციის უწყვეტი გაცვლის რეჟიმში მუშაობა ვერ ხერხდება. არ არსებობს აჭარის რეგიონში დარღვევების აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმი. საჭიროა  მუდმივი კოორდინაცია და კომუნიკაცია“.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა